უკან

საზოგადოება

10 თებერვალი, 2017 16:55
font-size

ნიკა მელიამ უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილ „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებს 6 საათამდე დარჩენა სთხოვა

უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავჯდომარემ ნიკა მელიამ მიმართა იქ შეკრებილებს, რომ საღამოს 6 საათამდე დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„მიუხედავად ყინვისა, მიუხედავად თოვლისა, უნდა გავჩერდეთ აქ, ზუბალაშვილების ქუჩაზე, და დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლო“, - აცხადებს მელია.

ენმ-ის წევრმა ასევე მოთხოვნით მიმართა საქმეზე მომუშავე მოსამართლეს.

„ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ მოსამართლემ გამოიტანოს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება, მეტი მოთხოვნა აღარ გვაქვს“, - თქვა მელიამ.

მელიამ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში აქციები კვლავ გაგრძელდება.

„ჩვენ უნდა გავძლოთ 6 საათამდე და თუ საჭირო გახდება, ხვალაც შევიკრიბებით , ზეგაც შევიკრიბებით და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი ხელს არ აიღებს იმ განზარახვაზე, რასაც „რუსთავი 2“-ის სახლში წაღება ჰქვია“, - განაცხადა მელიამ.

13:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყო რუსთაველის მეტროდან უზენაესი სასამართლოს მიმართულებით.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავჯდომარემ ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, რომ 10 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით უზენაესი სასამართლო, ხელისუფლების ზეწოლით, „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას აპირებს.

ანა მებურიშვილი

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, მამა ნიკოლოზმა კლინიკაში აზიარა

16 თებერვალი, 2019 , 22:54

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნიკოლოზმა აზიარა. ამისათვის ის სპეციალურად ბათუმიდან ჩამოვიდა. „მოსული

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია - ადვოკატი

16 თებერვალი, 2019 , 20:32

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, დამძიმებულია. - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ „რუსთავი2“ -თან საუბარში განაცხადა. ადვოკატი საპატრ

მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო

16 თებერვალი, 2019 , 19:25

თბილისის ღია უნივერსიტეტში მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გა

უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია - სურსათის ეროვნული სააგენტო

16 თებერვალი, 2019 , 17:01

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფ

თბილისში ხეების სანიტარიული ჭრა კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებშიც იწყება

16 თებერვალი, 2019 , 14:20

თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მუნიციპალურ საზღვრებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრას განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დღეს ასათიანის ქუჩის მიმდებარედ მიმდინარეო

12 პროექტი, გაწერილი 169 მილიონი ლარი და შესრულება ნული - გიგი უგულავა პასუხისმგებლობას ივანიშვილსა და მთავრობას აკისრებს

16 თებერვალი, 2019 , 14:00

„ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი 12 პროექტი, ჯამურად 169 მილიონი ლარის ოდენობით იყო გაწერილი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში და შესრულება არის ნული,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი