უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 ივნისი, 2019 16:13
font-size

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

ნიკა მელია თავისუფალია - სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თემურ გოგოხიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რომლის თანახმადაც მელიამ გირაოს სახით 20 დღის ვადაში 30 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, მელიას უნდა აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

დაცვის მხარე 10 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

როგორც ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა შუამდგომლობის წარდგენისას განაცხადა, მელიას დაკავება პოლიტიკურ განეიტრალებას უკავშირდება. ასევე, ადვოკატმა სასამართლოს წარუდგინა წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ მელიას დეპუტატები თავდებში უდგებოდნენ.

პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.

პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა შუამდგომლობის არგუმენტად დაასახელა ის, რომ მელიამ შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, ასევე მტკიცებულებების განადგურება მოხდეს.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამასთან, გუშინ, პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო და მას 1 100 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა

18 მარტი, 2024 , 11:41

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატ

პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15 მარტი, 2024 , 15:35

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ასევე, ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სა

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და ერაყის ორი მოქალაქე დააკავეს

15 მარტი, 2024 , 13:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და ერაყის 2 მოქალაქე დააკავეს

მამის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

14 მარტი, 2024 , 16:53

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაცი

მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებულ 3 პირს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

14 მარტი, 2024 , 13:49

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო. მათ სასჯელის სახედ და ზომად 8-8 წ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ცხრა პირი დააკავა

14 მარტი, 2024 , 11:59

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, იმერეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი