სამართალი


ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
20-21 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომლის გადაწყვეტილებითაც, მიმდინარე წლის 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს. ამ დრომდე უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება სახელმწიფო ბრალდებას და რა შუამდგომლობას დააყენებს ის სასამართლოში.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, ის დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 509 ფაქტი გამოავლინა
9 აპრილი, 2021 , 12:10

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები წარდგენილ ბრალს აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ
8 აპრილი, 2021 , 17:30
ნიკა მელიას საქმეზე მორიგი პროცესი 13 აპრილს გაიმართება
8 აპრილი, 2021 , 13:40

შსს-მ ბოლო 24 საათში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 652 ფაქტი გამოავლინა
8 აპრილი, 2021 , 11:35

ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს - ადვოკატი
8 აპრილი, 2021 , 11:35

შვილმა მამა ცემით მოკლა
8 აპრილი, 2021 , 10:50