უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ოქტომბერი, 2018 18:00
font-size

ნიკა მელიას თქმით, „ძალა ერთობაშია“ საგანგებო რეჟიმზე გადადის

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, გაერთიანება საგანგებო მდგომარეობაზე გადადის უბნებზე ხმების დასაცავად.

როგორც მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ე.წ კარუსელს ატრიალებს და ამომრჩევლის მოსყიდვას ახდენს, სახელისუფლებო კანდიდატი მაინც მარცხდება.

„ჩვენ ხელთ არსებული ყველა შესაძლო წინასწარი მონაცემებით უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ამ ისტორიულ არჩევნებში იმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ბატონი გრიგოლ ვაშაძე. მიუხედავად იმისა, რომ რაც კი ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს ისტორიაში ტარდება არჩევნები, შევარდნაძის პერიოდის ჩათვლით, ამ მასშტაბის გაყალბებები, ამ მასშტაბის მანიპულაციები არასდროს არ ყოფილა. მთელი საზოგადოება, მთელი ქვეყანა ადევნებს თვალყურს შემდეგს, თუ როგორ არის ჩართული ადმინისტრაციული რესურსი გამგებლებისა და მერების ჩათვლით, როგორ ატრიალებენ „კარუსელს“, როგორ არიგებენ ფულს, როგორ ძალდატანებით მიყავთ ადამიანები, განსაკუთრებით, საჯარო მოხელეები საარჩევნო უბნებზე და ამ ყველაფრის მიუხედავად, დიახაც, მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი. ხელისუფლებამ ამოწურა ძალდატანებით უბნებზე მისაყვანი ხალხის რესურსი“, - აღნიშნა მელიამ.

მან ასევე ამომრჩეველს მოუწოდა, არჩევნებზე მივიდნენ და ხელისუფლებას საარჩევნო უბნებზე გაყალბებაში ხელი შეუშალონ.

„ახლა დარჩა მთავარი, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე თითოეული ქართველის ხმები უნდა დავიცვათ, თითოეული ქართველის ხმა ყველა საარჩევნო უბანზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაზე, გადავდივართ ყველანი ხმების დასაცავად ყველა უბანზე და მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ აიძულებთ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ მაღალჩინოსნებს, ჩაიდინონ სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რომელზეც აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება. ვხედავთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით შრიალებს ბიძინა ივანიშვილის ფული, მაგრამ ეს თქვენ არ გშველით და არც გიშველით, იმიტომ რომ კალენდარზე არის 2018 წელი და მთავარი, მინდა, ვთხოვო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ არ მისულა საარჩევნო უბნებზე - ყველანი ერთად გამოვცხადდეთ და გამოვხატოთ ჩვენი ნება. ხალხო, ეს არ არის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმში აგებს ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ლარი დარიგდა და ეს ყველაფერი ოპოზიციას აქვს აღბეჭდილი, ეს ყველაფერი არის ვიდეომტკიცებულებებით გამაგრებული და არაფერი მათ აღარ შველით. მთავარია, ახლა არ გავაყალბებინოთ საარჩევნო უბნებზე, არ გადავაწერინოთ პროცენტები და ციფრები. მოგიწოდებთ ყველას, 20:00 საათამდე, ვიდრე დაიხურება უბნები, მივიდეთ ჩვენს საარჩევნო უბნებზე“, - განაცხადა მელიამ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი