სამართალი
ნიკა გვარამიას ჩემთვის კონკრეტულ ციფრებზე, ან წილებზე შემოთავაზება არ გაუკეთებია - მამუკა ახვლედიანი
საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, მასთან ფულთან, კონკრეტულ თანხაზე ნიკა გვარამიას არ უსაუბრია.
ამის შესახებ ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, იგი პაატა ბურჭულაძეს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ერთად და კიდევ ძალიან ბევრ პოლიტიკოსს შეხვედრია.
„მათთანაც მისაუბრია. ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრით, ჩამიბარებია ანგარიში და მისაუბრია ბევრ პრობლემურ თემაზე, სასამართლოზე. აბსურდულია განცხადებები, რომ რაღაც შემოთავაზებები, რაღაც წილებზე მქონია საუბრები. ახლა შეგიძლიათ კიდევ უფრო გააფართოვოთ, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი გვარი გაიგონეთ და ამ ანგარიშში შესაძლებელია კიდევ სხვა მოსაზრებები გაუჩნდეს ვინმეს, თუ ვის რა შემოთავაზება ჰქონდა“,-აღნიშნა საქალაქო სასმართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ.
რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ფარულ სატელეფონო საუბარს, ახვლედიანი აღნიშნავს, რომ მას ფულთან დაკავშირებულ შემოთავაზებაზე არაფერი სმენია.
მონიკა დავლიანიძე