პოლიტიკა


ნინო ბურჯანაძე საქართველოდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას სასაცილოს უწოდებს
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას სასაცილოს უწოდებს და ამას საქართველოს ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესების დაყენებად აფასებს.
„საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტურ უუნარობაზე, არაკომპეტენტურობაზე და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესების დაყენებაზე ლაპარაკობს ის სასაცილო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით. ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში, მსგავსი ფაქტები შედის მხოლოდ აშშ-ისა და დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოს ინტერესებში, რომლებიც შეგნებულად ამწვავებენ რუსეთთან ურთიერთობას იმ ფონზე, როდესაც ორი კვირის წინ პრემიერ- მინისტრი რუსეთში გზავნის წერილს ურთიერთობების დარეგულირებასთან დაკავშირებით და აყოლილი ფეხის ხმას აძევებს საქართველოდან რუს დიპლომატს,”– ამბობს ნინო ბურჯანაძე.
მისი განცხადებით, ვინაიდან ქვეყანას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, ძალიან მარტივად შეიძლებოდა, საქართველოს განეცხადებინა, რომ ამ მიზეზით ელჩის გაძევება ვერ მოხდებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადა გუშინ მისცა. უწყების განცხადებით, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:

ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთადერთი გზა დაგვრჩა: შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის - პრეზიდენტი
9 აპრილი, 2021 , 15:11

ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა შეთანხმება მოხდეს - არჩილ თალაკვაძე
9 აპრილი, 2021 , 14:15
სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 14:15
მომავალ კვირას დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - გიორგი ვაშაძე
8 აპრილი, 2021 , 20:15

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შეზღუდვებს
8 აპრილი, 2021 , 17:00

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს ხვალ წარუდგენს
8 აპრილი, 2021 , 16:30