პოლიტიკა


ნინო ბურჯანაძეს ან არასწორ ინფორმაციას აწვდიან, ან ეს პოლიტიკური სპეკულაციაა - ირმა ინაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ბურჯანაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, ის წინააღმდეგი არ იქნებოდა, რომ ირმა ინაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ყოფილიყო დედაქალაქის არჩევნებზე.
როგორც ინაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, მსგავს საკითხზე „პატრიოტთა ალიანსს“ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან მოლაპარაკებები არ უწარმოებია. ინაშვილმა არ გამორიცხა, რომ ბურჯანაძის განცხადება პოლიტიკური სპეკულაციაა და ტყუილის გავრცელებას ემსახურება.
„არავითარი შეთანხმება ქალბატონ ბურჯანაძესთან (არც სხვა პარტიებთან) არ გვქონია ოპოზიციის საერთო კანდიდატთან დაკავშირებით. მას ამ თემაზე არც ჩემთან ჰქონია შეხვედრა და საუბარი და მით უმეტეს, არც დავით თარხან-მოურავთან. პარტიები ამ ინიციატივას განიხილავდნენ ერთ-ერთ შეხვედრაზე და მორჩა. სხვა გაგრძელება ამ დისკუსიას არ მოჰყოლია, ამიტომ სრულიად გაუგებარია ჩემთვის ბურჯანაძის განცხადებები რაღაცა N-შეთანხმებასთან დაკავშირებით და ჩვენი დადანაშაულება „ოპოზიციური ერთობის“ დარღვევაში. არავის არაფერს არ ვურღვევთ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ვფიქრობ, რომ ნინო ბურჯანაძეს არასწორ ინფორმაციას აწვდიან... ან, უბრალოდ, ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციას. თუ ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგი არ იყვნენ ბურჯანაძე, კუკავა და ლორქიფანიძე, არც ახლაა გვიან.
იმოქმედონ სახელმწიფოებრივად და მხარი დაუჭირონ ჩემს კანდიდატურას. ტყუილის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მე ნორმალურ საქციელად არ მიმაჩნია“, - დაწერა ინაშვილმა.
როგორც დღეს ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციაში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე, თუმცა „პატრიოტთა ალიანსმა“ გადაწყვიტა, ცალკე მიეღო მონაწილეობა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთადერთი გზა დაგვრჩა: შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის - პრეზიდენტი
9 აპრილი, 2021 , 15:11

ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა შეთანხმება მოხდეს - არჩილ თალაკვაძე
9 აპრილი, 2021 , 14:15
სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 14:15
მომავალ კვირას დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - გიორგი ვაშაძე
8 აპრილი, 2021 , 20:15

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შეზღუდვებს
8 აპრილი, 2021 , 17:00

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს ხვალ წარუდგენს
8 აპრილი, 2021 , 16:30