უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივნისი, 2019 18:26
font-size

ნინო ჭელიძის განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორად დარჩენა ყველა დაჩაგრული აპლიკანტის შეურაცხყოფაა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის გადაწყვეტილებაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აპლიკანტ თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას ცენტრის დირექტორ ნინო ჭელიძის პირად, შურისძიებით და სიძულვილით მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს და სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა, საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდგომ, მისი აღსრულების მიზნით, აპლიკანტი თამარ კიკაჩეიშვილი განმეორებით მიიწვია კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე. თამარ კიკაჩეიშვილის მოთხოვნით, მოხდა გასაუბრების მთელი პროცესის აუდიო-დაოქმება და გასაუბრება აპლიკანტმა წარმატებით დაასრულა, თუმცა მიღებული საბოლოო შედეგის (54,3 ქულა) საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით, მან ვერ დააგროვა დაფინანსებისთვის საჭირო ქულათა რაოდენობა. მიღებული გადაწყვეტილება დაეფუძნა ცენტრის დირექტორ ნინო ჭელიძის და კომისიის რამდენიმე წევრის პირად შეხედულებას, რაც გამოწვეული გახდა თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ პიროვნული შეუთავსებლობით და მის წინაშე არსებულ პრობლემაზე სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საკითხის გასაჯაროვების გამო, მიღებული გადაწყვეტილებით კი აპლიკანტი ისევ დაისაჯა და დაიჩაგრა. ორგანიზაციის მიმართ გამოგზვანილ წერილში მიღებული გადაწყვეტილება განმარტებულია, როგორც „დისკრეციული უფლებამოსილების“ ფარგლებში მიღებული აქტი, რაც იმ პირობებში, რაზეც იმსჯელა სასამართლოებმა, სრულიად გაუგებარი და დაუსაბუთებელია. ნინო ჭელიძის პირადი ანგარიშსწორების შედეგად, თამარ კიკაჩეიშვილს უარი ეთქვა ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე, სადაც უნივერსიტეტმა, სწორედ წარმოებული დავის გამო, სწავლის დაწყება ქართველ აპლიკანტს გადაუვადა 2019 წლის შემოდგომამდე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განჩინებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო სამაგისტრი პროგრამები 2017-2018-ის მონაწილე თამარ კიკაჩეიშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ცენტრის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ სასტიბენდიო პროგრამა: „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ კონკურსის მესამე ეტაპის გადალახვაზე უარის თქმის შესახებ, 2017 წლის 12 ივლისის სხდომის ოქმი #8 თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ სწავლის საფასურისა (44 695 აშშ დოლარი) და საყოფაცხოვრებო ხარჯების (22 073 აშშ დოლარის) დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, განათლების საერთაშორისო ცენტრს დაევალა თამარ კიკაჩეიშვილის თავიდან შეფასება, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თამარ კიკაჩეიშვილს უკანონოდ ეთქვა უარი აშშ-ის ბოსტონის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულებით სწავლის საფასურის - 44 695 აშშ დოლარისა და საყოფაცხოვრებო ხარჯების - 22 073 აშშ დოლარის დაფინანსებაზე.

თამარ კიკაჩეიშვილმა 2017 წლის 26 აპრილს ჩააბარა ბოსტონის უნივერსიტეტის განვითარებადი მედიის შესწავლის სამაგისტრო პროგრამაზე. მას მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, უნივერსიტეტმა სტიპენდია გამოუყო, ხოლო დარჩენილი თანხის მოპოვების მიზნით, მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ „სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრი პროგრამები 2017-2018“ კონკურსში. თამარ კიკაჩეიშვილმა წარმატებით გადალახა კონკურსის ორი ეტაპი, ხოლო მესამე ეტაპზე, საკონკურსო კომისიის მხრიდან მიიღო დაბალი შეფასება და უარი ეთქვა დაფინანსების მიღებაზე. აპლიკანტის კომისიასთან შემდგომი კონტაქტის შედეგად, თამარ კიკაჩეიშვილის გადაეცა შეკითხვები, კრიტერიუმები და შეფასება. აღმოჩნდა, რომ ერთი მსგავსი შეკითხვის გარდა, თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ არც ერთი სხვა შეკითხვა გასაუბრებაზე დასმული არ ყოფილა. მისი შეფასება ცენტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით არ მომხდარა. შესაბამისად, მხარემ მიმართა სასამართლოს დაფინანსების მიღებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული აქტების ბათილად ცნობაზე და დარღვეული უფლებების აღდგენა მოითხოვა.

ცნობისთვის: თამარ კიკაჩეიშვილმა ბოსტონის უნივერსიტეტმა მიიღო საგამონაკლისო დაშვება, მას გადაუვადა სწავლის დაწყების თარიღი და შეუნარჩუნა გაცემული სტიპენდია 2019-2020 სასწავლო წლისთვის. თამარ კიკაჩეიშვილი არის ჟურნალისტი და მედიის სპეციალისტი, პრესტიჟულ გამოცემებთან და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გმობს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის და მასთან აფილირებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას. ამასთან, მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს სასამართლო წესით, ხოლო ნინო ჭელიძის, როგორც თანამდებობისთვის შეუფერებელი და აპლიკანტების უფლებების დამრღვევი ხელმძღვანელის საკითხის დასმას მოახდენს სახელმწიფოს ყველა კომპეტენტურ უწყებასთან და თანამდებობის პირთან. ამასთან, საჭიროდ მიიჩნევს ცენტრის შემოწმებას ანტიკორუფციული რისკების შემოწმების მიზნით.

NS

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 17:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის გან

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

5 ივნისი, 2020 , 17:00

6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შ

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია

5 ივნისი, 2020 , 17:00

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია. მამაკაცი, რომელიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და რომელმაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, პოლიციას ჩაბარდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სა

ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკა ფრთხილად გავხსნათ, რათა მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც, წარმოებებიც, რესტორნებიც ნელ-ნელა ავამუშაოთ - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 16:35

პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ პატივია აქ ყოფნა. გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ახლა მძიმე პერიოდია და არ არის მარტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორ

ხილიანი ისტორიულ სახელს იბრუნებს

5 ივნისი, 2020 , 16:35

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის ხილიანის სახელის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდ

როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 16:00

როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს. რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა საინტერესო, პირველ რიგში, ქუთაისი და შემდგომ ბათუმი ასევე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, – ამის შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!