უკან

პოლიტიკა

24 იანვარი, 2019 11:45
font-size

ნინო გოგუაძემ ევროპის საბჭოში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ისაუბრა

პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოება ეძებს გზებს, როგორ გაუმკლავდეს დეზინფორმაციის იმ ნიაღვარს, რომელიც საზოგადოებაში მხოლოდ შიშის, უიმედობის, დესტაბილიზაციის გამომწვევია. რუსეთის მიერ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია მაგალითია, როგორ ახდენს აზრის მანიპულირებას რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ ევროპის საბჭოში განაცხადა.

„დეზინფორმაცია და პროპაგანდა დემოკრატიული საზოგადოებების წინააღმდეგ მიმართული იარაღია. ამაზე ვწუხვართ როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში, შვედეთში, პოლონეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოება ეძებს გზებს, როგორ გაუმკლავდეს დეზინფორმაციის იმ ნიაღვარს, რომელიც საზოგადოებაში მხოლოდ შიშის, უიმედობის, დესტაბილიზაციის გამომწვევია. რუსეთის მიერ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია მაგალითია, როგორ ახდენს აზრის მანიპულირებას რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისი თქმით, ქართულ რეალობაში და ამ მხრივ, საქართველო ნამდვილად არ არის გამონაკლისი ქვეყანა, დეზინფორმაცია და პროპაგანდა თავს ესხმის ქვეყნის პროდასავლურ მისწრაფებებს, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესს. ის მხოლოდ შიშისა და არასტაბილურობის განცდის პროვოცირებას ახდენს ქვეყანაში. ამასთან, აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის გავრცელების მაგალითია ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული საკითხი.

ნინო გოგუაძის განცხადებით, ეს ლაბორატორია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით თბილისში აშენდა, წარმოადგენს სამეცნიერო ცენტრს. რუსი ოფიციალური პირები მედიის საშულებით ამტკიცებენ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მეცნიერები ადამიანებზე სიცოცხლისთვის საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ და რომ ლაბორატორია, ადამიანთა ინფიცირებისა და განადგურების მიზნით ხელოვნურ ვირუსებს ქმნის.

„სინამდვილეში, ლუგარის ლაბორატორია არის სამეცნიერო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ეპიდემიურ და ბიოლოგიურ უსაფრთხოებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ რეგიონში. იგი აწარმოებს ლაბორატორიულ ზედამხედველობას ინფექციურ და არა ინფექციურ დაავადებებზე, მუშაობს როგორც დაავადებათა დროულ აღმოჩენაზე, ასევე, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ სხვა საფრთხეებზე. ამ დეზინფორმაციის ერთადერთი მიზანია საზოგადოებაში შიშის დათესვა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, სკეპტიკური განწყობების გაღვივების ხელშეწყობა.

დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების საშუალებები მუდმივად ვითარდება და ამიტომ, მოწყვლადმა ქვეყნებმა აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად ერთობლივად უნდა იმუშაონ“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ამ კონტექსტში ნინო გოგუაძემ საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად და მისი გავლენის შესამცირებალად თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის არსებობაა საჭირო. ვფიქრობ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს ამ მიმართულებით. საქართველოს მთავრობის არაერთი უწყება, მათ შორის საგარეო და თავდაცვის სამინისტროები, სტრატეგიული კომუნიკაციის ფარგლებში ახორციელებენ საზოგადოების ინფორმირებას საზოგადოებაში განსაკუთრებულად მგრძნობიარე საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
ასევე, მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების პროგრამა, რომელსაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახორციელებს და დეზინფორმაციის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებამ ცნობიერების ამაღლების პროგრამას შეეხება“, – განაცხადა გოგუაძემ.

ნინო გოგუაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული გამოწვევის წინაშე, მოწყვლადია ყველა ევროპული ქვეყანა.

„დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამკლავება და საფრთხეების შემცირება, ევროპის დემოკრატიული ქვეყნებისთვის საერთო საკითხია. მის მიმართ მოწყვლადია ყველა ევროპული ქვეყანა. მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენს წინაშე დგას, არის ამ ფენომენიდან მომდინარე საფრთხეების გაცნობიერების და კოორდინირებული გადაწყვეტილებების ნაკლებობა. მისასალმებელია საპარლამენტო ასამბლეის ძალისხმევა ამ საერთო მიდგომების ძიებისთვის“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორები“ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

21 აპრილი, 2019 , 10:00

2019 წლის 21 აპრილს, 14:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (რუსთაველის გამზ. 13, საკონფერენციო დარბაზი) გაიმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ მორიგი ყრილობა. ყრილობის დღ

პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორები“ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

20 აპრილი, 2019 , 15:00

2019 წლის 21 აპრილს, 14:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (რუსთაველის გამზ. 13, საკონფერენციო დარბაზი) გაიმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ მორიგი ყრილობა. ყრილობის დღ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

20 აპრილი, 2019 , 12:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. როგორც სუს-ში აცხადებენ, მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირ

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

20 აპრილი, 2019 , 10:20

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა მადლობა

გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე მე - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს პრემეირ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ გიორგი ქობულიასთან გუშინაც ჰქონდა შეხვედრა და დღესაც ექნება მთავრობის სხდომის შემდეგ. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა ჟურნალის

ნათია თურნავას ამბიციური და მკაცრი დავალებები ექნება შესასრულებელი - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 14:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დავალებები, რომელიც ახალ მინისტრს ექნება შესასრულებელი იქნება ამბიციურ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019