უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 აგვისტო, 2018 12:53
font-size

ნინო გვენეტაძემ ძალიან ბევრის ნდობა ვერ გაამართლა - ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ მისი მოლოდინი ვერ გაამართლა.

„ნინო გვენეტაძის კანდიდატურა თავის დროზე პარლამენტს წარედგინა კონსულტაციების საფუძველზე. პრეზიდენტი ღიად აღიარებდა, არ გაურბოდა იმის თქმას, რომ ნინო გვენეტაძემ მისი და სხვა ბევრი ჯგუფის იმედები ვერ გაამართლა. მეც გაცილებით მეტი მოლოდინი მქონდა მისგან, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდა. ნინო გვენეტაძემ ვერ გაამართლა ძალიან ბევრის ნდობა, თუმცა მას არანაირი ხელშეწყობა იუსტიციის სამინისტროსგან და პარლამენტისგან არ ჰქონია. შესაბამისად, ეს შედეგები, რაც მივიღეთ სასამართლო სისტემაში, არ არის სწორი, მხოლოდ ერთ ადამიანს დაბრალდეს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, კანდიდატის შერჩევა მოხდება კონსულტაციების საფუძველზე.

„ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს პროცესი, რომ მივიღოთ საუკეთესო შედეგი, როგორ წარმოუდგენიათ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს პროცესის მართვა. ეს შეხვედრა ემსახურება პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ მოსაზრებების მოსმენას. სხვა წრეებთანაც იქნება შეხვედრა. რა თქმა უნდა, იქნება კონსულტაციები პარლამენტთან.

კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს კანდიდატის შერჩევის ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს. მას შეუძლია, არავის არ ჰკითხოს აზრი, მაგრამ პრეზიდენტი იქცევა სხვაგვარად გამომდინარე იმ როლიდან, რომელიც სავალალო მდგომარეობაში მყოფი სასამართლოს თავმჯდომარეს დაეკისრება. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ფართო კონსულტაციების შედეგად გამოვლენილ კანდიდატს წარადგენს",- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან.

ცნობისთვის, გასულ კვირას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, თანამდებობა დატოვა. პრეზიდენტი ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევას დღეიდან იწყებს.

ლევან იზორიამ აშშ-ის ახალ თავდაცვის ატაშესთან შეხვედრა გამართა

17 აგვისტო, 2019 , 11:56

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარ სტ

ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული - მამუკა ბახტაძე

16 აგვისტო, 2019 , 17:27

მე ვიყავი, ვარ და ვიქნები “ქართული ოცნების” გუნდის წევრი; რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიე

ღარიბაშვილი შსს-ში, გახარია პრემიერად

16 აგვისტო, 2019 , 15:22

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მთავრობაში ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს აბრუნებს. ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები სავარაუდოდ ორ კვირაში განხორციელდება. ტელეკომპანიის ინფორმაც

უნდა მსოფლიომ გვაღიაროს გენოციდის მსხვერპლად - შალვა ნათელაშვილი

15 აგვისტო, 2019 , 17:45

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შალვა ნათელაშვილმა და გიორგი გუგავამ შეხვედრაზე მყოფებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ბოლო დროს გუგუტი

მამუკა ბახტაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებებს

15 აგვისტო, 2019 , 16:20

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს "კუირერის" ინფორმაციას, რომ შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. სანდრო წყარო „ქართული ოცნებიდან“ კი "კურიერს" უყვება, რომ მამუკა ბახტაძის

ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, რომ თავის საზოგადოებასა და ქვეყანას ყველაზე დიდი განსაცდელი ააცილოს და დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები - მამუკა ბახტაძე

14 აგვისტო, 2019 , 13:30

პოლიტიკა. მამუკა ბახტაძე საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდან და ამაზე არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, - ამის შესახებ საქართველოა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბაკურიანში, აგვისტოს ომ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს