უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 აგვისტო, 2018 11:25
font-size

ნინო გვენეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია, მაგრამ სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა პრეზიდენტის კომპეტენციაა - გიორგი მარგველაშვილი

ნინო გვენეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია, მაგრამ სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა პრეზიდენტის კომპეტენციაა და სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შემიძლია მოგახსენოთ, რომ სერიოზული სირთულეებია სასამართლოსთან მიმართებით, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, ხომ არ მოიაზრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ანა დოლიძე, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ თავმჯდომარის კანდიდატურა არ იქნება მის მიერ შერჩეული.

„კანდიდატურას შეარჩევს ქართული საზოგადოება, უფრო სპეციფიურად – ქართული იურიდიული საზოგადოება. ღვთის მადლით, ქვეყანაში არის ბევრი კვალიფიციური იურისტი და მე მოვუწოდე განსაკუთრებით აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, განსაკუთრებით იმიტომ ვთქვი, რომ სამწუხაროდ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ისინი არ არიან ჩართულები ყოველთვის აქტიურად, რომ შეარჩიონ კანდიდატურა.​ ​მე ვარ ამ შემთხვევაში საზოგადოების მაკონსოლიდირებელი და პროცესის ორგანიზატორი. მე პრეზიდენტის პრეროგატივას, ერთპიროვნულად დაასახელოს სასამართლოს თავმჯდომარე, ამ შემთხვევაში ვიწვევ საზოგადოებას, რომ შეარჩიოს და ასე ვთქვათ, ამ პროცესში იყოს ინიციატორი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა თანამდებობის დატოვების შემდეგ ნინო გვენეტაძესთან კომუნიკაცია გადადგომის მიზეზთან დაკავშირებით და ხომ არ უკავშირდება ეს ე.წ. ციანიდის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილებების კომენტირებას არ აპირებს, თუმცა ე.წ. ციანიდის საქმეში, მისი თქმით, შეჯიბრებითობის პრინციპი თავიდანვე დარღვეული იყო.

„კიდევ ერთხელ, გადაწყვეტილებების კომენტირებას, მით უმეტეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების კომენტირებას და ქალბატონი ნინოს მონაწილეობას რამე კომისიაში, მე კომენტირებას არ გავაკეთებ. თუმცა ის, რაც ახსენეთ, ე.წ ციანიდის საქმე, თქვენ იცით, რომ საზოგადოებაში, რბილად რომ ვთქვათ, არაერთგვაროვანი რეაქცია აქვს ამ საკითხს. მინდა გაგახსენოთ, რომ არაერთხელ პირადად მე, ასევე ჩემს კოლეგებს დაუფიქსირებიათ თავიანთი შეხედულება ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ პირველი დღიდან, როგორც კი მიმდინარეობდა ამ საქმის მოკვლევა, დარღვეულ იქნა შეჯიბრებითობის პრინციპი. რამდენიმე საათში ფაქტობრივად განაჩენი გამოაცხადეს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა. ჩვენ მაშინვე გვქონდა ამის თაობაზე რეაქცია. შემდეგ, საქმის დახურვის კვალდაკვალ, ასევე არ წყდებოდა განცხადებები და შეჯიბრებითობა, რომელიც არის სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, ამ შემთხვევაში ნამდვილად იყო დარღვეული. მე ვერ მოგახსენებთ ქალბატონი ნინოს კავშირზე ან შეხედულებებზე ამ საკითხზე. მე ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით არასწორი იქნება, რომ ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილების ან მისი მოტივების კომენტირება გავაკეთო“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

ნინო ექვთიმიშვილი

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი