უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

20 თებერვალი, 2020 16:20
font-size

ნინო ლომჯარია ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

სახალხო დამცველის აპარატიდან ცნობით, საუბრისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად ხმაური და ჰაერის დაბინძურება გამოიკვეთა. დევნილთა თქმით, მათი საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს მომუშავე ტერმინალებიდან სისტემატურად იფრქვევა შავი ფერის კვამლი. მოსახლეობა ვარაუდობს, ტერმინალებიდან სპილენძის კონცენტრატით იტვირთება და შემდგომ მისი გადაზიდვა დასახლების გავლით, ღია კონტეინერებით ხდება.

„დასახლების მიმდებარე ტერიტორიებზე მძიმე ვითარებაა, დღესაც კი როდესაც აქტიური სამუშაოები შეჩერებულია, ირგვლივ ძლიერი კვამლია. მოსახლეობის თქმით, მათ სახლებში მუდმივად შედის მტვერი და გაუსაძლისი ხმაური. ვფიქრობ, ერთჯერადი დაჯარიმება, რასაც სახელმწიფო იყენებს არ არის ეფექტური. მნიშვნელოვნად ირღვევა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების უფლება, იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარიამ ასევე აღნიშნა, რომ იგი მაქსიმალურად დაეხმარება დევნილებს საკუთარი უფლებების დაცვაში. ასევე მოუწოდა მედიას დაინტერესდეს და გააშუქოს იმ ასობით ადამიანის, მათ შორის, ბავშვების მდგომარეობით, რომელთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხეშია.
„როგორც სახალხო დამცველისთვის ცნობილია, ფოთში არ არის დამონტაჟებული მონიტორინგის სადგური, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ჰაერის მდგომარეობის შესწავლა. მხოლოდ ინდიკატორული გაზომვები ტარდება პერიოდულად, რა დროსაც არ ხდება ჰაერში ყველა ძირითადი დამაბინძურებლის, მათ შორის, მტვრის შემცველობის გაზომვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი