უკან
უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
არქივი
საზოგადოება
5 აგვისტო, 2020 17:10
ნინო ლომჯარია გამოთქვამს მზადყოფნას, მინიჭებული მანდატის ფარგლებში დაეხმაროს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოთქვამს მზადყოფნას, მინიჭებული მანდატის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს.
როგორც ნინო ლომჯარიამ მედიასთან განმარტა, სახალხო დამცველი აკვირდება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის მიმდინარე გამოძიების პროცესს და ასევე შეხვდა ოჯახის ადვოკატსა და დამოუკიდებელ ექსპერტს.
„დამატებით თუ რაიმე თხოვნა ექნებათ სახალხო დამცველთან ან ადვოკატს, ან დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ეტაპზე ჩვენი მანდატიდან გამომდინარე ჩავერთოთ და დამატებით დახმარება გავუწიოთ ამ ოჯახს“, - უთხრა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს.