უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ოქტომბერი, 2017 12:50
font-size

ნინო ლომჯარიამ გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილის თანამდებობა დატოვა

გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ ნინო ლომჯარიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ლომჯარიას არ დაუკონკრეტებია, რა გახდა სამსახურის დატოვების მიზეზი.

„მეგობრებო, დღეიდან ვასრულებ მუშაობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. მადლობელი ვარ იმ არაჩვეულებრივი გამოცდილებისთვის, რაც ამ სამსახურში შევიძინე, ყოფილი გენერალური აუდიტორის, რომელმაც საქმიანობაში სრული ნდობა და თავისუფლება მომანიჭა, ყველა პროფესიონალის, ვისთანაც ვმუშაობდი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვედგნენ, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების... ამაყი ვარ იმ მიღწევებით, რასაც ჩემი 10-თვიანი მუშაობის პერიოდში მივაღწიეთ ერთად! მჯერა, რომ ვიმუშავე ყველაზე პროგრესირებად და თანამედროვე საჯარო სამსახურში საქართველოში! რაც შეეხება ჩემს მომავალ გეგმებს, იმედია, მომეცემა შესაძლებლობა, ვიმუშაო აქტუალურ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მზად ვარ, ნებისმიერი საინტერესო შემოთავაზება განვიხილო“, -დაწერა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტის მოადგილის პოსტზე 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მიერ.

ანა მებურიშვილი

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა

17 ოქტომბერი, 2019 , 10:50

2018 წელს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოდან საზღვარგარეთ წასული მოქალაქეებისთვის, დიასპორის წარმომადგენლებისა და საქართველოს ყოფილი

ნარკოლოგი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

17 ოქტომბერი, 2019 , 10:50

საზოგადოება. ნარკოლოგი, მოზარდი, სპაისები 13-16 წლის მოზარდები ნარკოტიკით ერთობიან და "სპაისებს" იყენებენ - ამისთან დაკავშირებით ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს და იმ სიმპტომებზე

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება

17 ოქტომბერი, 2019 , 10:50

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ხოლო კავსაძის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შეიცვლება.

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

17 ოქტომბერი, 2019 , 10:25

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათი

“მოგიწოდებთ პატივი ვცეთ ერთმანეთის პროფესიულ თავისუფლებასა და გამოხატვის უფლებას” - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

16 ოქტომბერი, 2019 , 20:07

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი განცხადებას ავრცელებს. როგორც ასათიანი აცხადებს, მზად არის პირადად შეასრულოს მედიატორის ფუნქცია, რათა პროფესიული ინტერესების შესაბამისად დარეგულირდეს არსებული თ

თავდაცვის მინისტრი ვაზიანის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო

16 ოქტომბერი, 2019 , 17:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. თავდაცვის მინ