უკან

პოლიტიკა

30 ივნისი, 2016 14:45
font-size

ნინო ბურჯანაძის ინიციატივა: საქართველომ უბლოკო სტატუსი გამოაცხადოს

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ინიციატივით გამოდის, საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე თავს დაემატოს მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოს უბლოკო სტატუსს გამოაცხადებს და უარს იტყვის ,,ნატოში“ ან სხვა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაერთიანებაზე. ამის შესახებ ბურჯანაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ინიციატივის რეალიზებისათვის პარტია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

,,მე და ჩემი თანაგუნდელები გამოვდივართ უმნიშვნელოვანესი ინიციატივით, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის, სტაბილურობის, მშვიდობის, ტერიტორიული მთლიანობის და ეკონომიკური აღორძინების გარანტი. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე თავს უნდა დაემატოს მუხლი, რომლის მიხედვითაც, საქართველო გამოაცხადებს უბლოკო სტატუსს. ანუ, საქართველო უარს იტყვის ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე, იქნება ეს ნატო, თუ ნებისმიერი სხვა სამხედრო ორგანიზაცია. საქართველოში არ უნდა იყოს განლაგებული არცერთი უცხო სახელმწიფოს ან არცერთი სამხედრო ორგანიზაციის ჯარი. საქართველოში არ უნდა იყოს არც ,,ნატოს“ და არც რუსეთის ჯარი. როცა ვლაპარაკობ საქართველოზე, ბუნებრივია, ვგულისხმობ ერთიან საქართველოს, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩათვლით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ პარტია მთელს საქართველოს მოივლის და მოსახლეობას ამ ინიციატივის მნიშვნელობას აუხსნის.

,,მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოხაზავს ნომერ სამს და მოგვცემს მანდატს ამ ინიციატივის განხორციელებისათვის“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მარი ნამგალაძე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი