ნიუ-იორკის პოლიცია Smart ForTwo-ზე გადადის

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა (NYPD) 100 Smart ForTwo შეიძინა, ახლო მომავალში კი კიდევ 150 ასეთ ”სმარტს” მიიღებს.

თუმცა, ოფიციალური განცხადების მიხედვით, 6- და 8-ცილინდრიანი ძრავების მქონე საპოლიციო ავტომობილების ”სმარტებით” ჩანაცვლება არ იგეგმება.

„ავტომობილები იმიტომ შევიძინეთ, რომ სამბორბლიანი მოპედები, Go-4 Interceptor-ები ჩავანაცვლოთ. ამ მანქანებით კი, ნიუ-იორკის პოლიცია, მხოლოდ პარკინგის წესების დამრღვევთ დაედევნება“,-განაცხადეს ნიუ-იორკის პოლიციაში.

გარდა ამისა, „სმარტის“ შეძენის მიზეზად ისიც დასახელდა, რომ გადავსებულ ქუჩებში უკეთესი მანევრულობით გამოირჩევა და კონდიცირების სისტემაც უყენია.

როგორც აღმოჩნდა, Smart ForTwo საპოლიციო ატრიბუტიკის განთვასებისთვისაც იდეალური შესაძლებლობას იძლევა.

მონიკა დავლიანიძე