უკან
სამართალი
8 ივნისი, 2017 17:45
ნიუ იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა - ავთანდილ ხურციძე
ამერიკაში დაკავებულ 15 ქართველს შორის, სპორტსმენი ავთანდილ ხურციძეც არის.
როგოროც ცოტა ხნის ხურციძის Facebook გვერდზე, სპორსტმენის სახელით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნიუ იორკში მისი ჩასვლისთანავე გაუგებრობა მოხდა.
"მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება გავნაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
მონიკა დავლიანიძე