უკან

მსოფლიო

15 მარტი, 2019 12:35
font-size

ნიუ იორკში ქართული ზღაპრების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურმა საკონსულომ თანამედროვე ქართული ზღაპრების კრებულის - „იყო ერთი გოგო“ -ს პრეზენტაციაზე უმასპინძლა ნიუ იორკის, ნიუ ჯერსის და პენსილვანიის შტატებში არსებულ ოთხი საკვირაო სკოლის აღსაზრდელებს და პედაგოგებს.

კრებული, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა და ქართულ ენაზე გამოიცა, 12 პოპულარული თანამედროვე ქართველი ავტორის 21 ზღაპარს აერთიანებს. ეს არის ამბები ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ; საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კახა იმნაძემ; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და გაეროს წარმომადგენლებმა.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ საკვირაო სკოლის აღსაზრდელებს საჩუქრად გადასცა ზღაპრების კრებული. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა საზღვარგრეთ არსებული საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზე და იმ პროგრამებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს საკვირაო სკოლების გასაძლიერებლად, შეხვედრის მონაწილეებმა კმაყოფილება გამოთქვეს საკვირაო სკოლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საგარეო საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით სპეციალური სახელმძღვანელოს გამოცემისთვის, რომელიც საჩუქრად გადაეცემა საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს.

ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტი დაითხოვა

22 მაისი, 2019 , 10:20

უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა. ვადამდელი არჩევნები 21 ივლისს გაიმართება. ვლადიმირ ზელენსკის განკარგულება გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე განმარტებულია, რომ მერვე მოწვევის რად

თავდაცვის ძალების დღე ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში აღინიშნა

21 მაისი, 2019 , 16:00

თბილისი. მედიანიუსი. 21.05.19. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პატივსაცემად და საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა. საქართველოსა და აშშ-ს შო

ქართული ღვინო ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი

21 მაისი, 2019 , 12:35

ლონდონის საგამოფენო ცენტრში ღვინის საერთაშორისო „Olympia London“ გამოფენა „London Wine Fair 2019” იმართება, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია მ

ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში მშენებარე სასტუმროს ხუთ ნომერს ფლობს

20 მაისი, 2019 , 17:56

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ ის საქართველოში მშენებარე სასტუმროს ხუთ ნომერს ფლობს, თუმცა რომელ ქალაქში, დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის. უკრაინუ

სომხეთში სასამართლოს შენობის შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს

20 მაისი, 2019 , 17:50

ნიკოლ პაშინიანის მომხრეებმა სასამართლო შენობების შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს. მსგავსი ქმედებისკენ მოქალაქეებს თავად პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. მიზეზი კი ის

ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

20 მაისი, 2019 , 15:40

ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. რადას სხდომათა დარბაზში ქვეყნის რიგით მეექვსე პრეზიდენტმა სახარებაზე ფიცი დადო, რის შემდეგაც მას უკრაინის პრეზიდენტის სიმბოლიკა - გერბიანი ბეჭედი, ჯაჭვ