უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

24 იანვარი, 2019 16:48
font-size

ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა თბილისს ეწვევა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სერვანტესის ინსტიტუტის მოწვევით და გამომცემლობა ინტელექტთან თანამშრომლობით, თბილისს ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მარიო ვარგას ლიოსა საქართველოს მეუღლესთან ერთად სექტემბრის შუა რიცხვებში ესტუმრება.

მსოფლიო რანგის მწერლის ვიზიტის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა და ავტორის ქართველმა გამომცემლებმა დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ეს იქნება მარიო ვარგას ლიოსას პირველი ვიზიტი კავკასიაში.

მათივე ინფორმაციით, თბილისში ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ავტორის შეხვედრები არა მარტო ქართველ, არამედ სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებთან და მთარგმნელებთან.

ამასთან, გაიმართება შეხვედრები ქართველ მკითხველთან და სტუდენტებთან. ავტორთან შეთანხმებით მზადდება სპეციალური კულტურული პროგრამა, რომლის მიზანია მარიო ვარგას ლიოსასთვის ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება.

1936 წელს პერუში დაბადებული მარიო ვარგას ლიოსა ცნობილია არა მხოლოდ როგორც ლიტერატორი, არამედ როგორც თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნე.

ერთ-ერთი გამორჩეული სამხრეთამერიკელი ავტორი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

1990 წელს ის მონაწილეობდა პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის მხარდაჭერით, თუმცა ალბერტო ფუხიმორისთან დამარცხდა. მწერალმა 1993 წელს პერუ დატოვა, ორმაგი მოქალაქეობა მიიღო და ესპანეთში გადასახლდა.

მარიო ვარგას ლიოსა 20-მდე რომანის, უამრავი მოთხრობის, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა და პიესის ავტორია. მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, სერვანტესის სახელობის პრემია – ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვან სამყაროში. 2010 წელს კი გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ქართულ ენაზე უკვე თარგმნილი და გამოცემულია ლიოსას ხუთი წიგნი – „ცუდი გოგოს ოინები“, „ვაცის ნადიმი“, „ქალაქი და ძაღლები“, „ხუთი კუთხე“ (გამომცემლობა ინტელექტი; მთარგმნელები ლანა კალანდია, მაკა გოგოლაშვილი), „დეიდა ხულია და სცენარისტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; მთარგმნელი ამირან გაბესკირია). მიმდინარე წელს ქართველი მკითხველი ავტორის კიდევ ორ ნაწარმოებს გაეცნობა ქართულ თარგმანში – „საუბარი კათედრალში“ (გამომცემლობა ინტელექტი; მთარგმნელი ლანა კალანდია), „ბოლო ჟამის ომი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; მთარგმნელი დოდო ყვავილაშვილი) ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიზანია, მსოფლიო მნიშვნელობის მწერლების ვიზიტებით ხელი შეუწყოს საქართველოს როგორც მსოფლიო ლიტერატურული და ინტელექტუალური დისკუსიების პლატფორმად ჩამოყალიბებას.

ექსპერტებმა აღმოაჩინეს ჭკვიანი სახლის მიტაცების მრავალი ხერხი

14 აგვისტო, 2019 , 11:35

„ჭკვიანი სახლის“ სისტემები დაუცველია და არსებობს მათი ხელში ჩაგდების მრავალი ხერხი. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტები, საკუთარი და სხვა მხარის გამოკვლევებზე დაყრდნობით.

თამარ შავგულიძის ფილმი „კომეტები” ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი

9 აგვისტო, 2019 , 14:10

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ქართველი რეჟისორის, თამარ შავგულიძის ფილმი “კომეტები” იქნება წარმოდგენილი. როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ფილმის

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ცუცხვათის მღვიმოვანში მუშაობს

7 აგვისტო, 2019 , 16:02

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ცუცხვათის მღვიმოვანში მუშაობს. როგორც „მედიანიუსს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ცუცხვათის ცამეტიარუსიანი მღვ

„ბლექ სი არენაზე“ დღეს ჯესი ჯეი იმღერებს

6 აგვისტო, 2019 , 10:15

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯესი ჯეი (Jessie J) დღეს „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს. ჯესი ჯეის მსოფლიო მასშტაბით სამი მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. ჯესი ჯეი წელს მსოფლიოში მოგზაუ

როგორ შევარჩიოთ სწორად ლამინირებული იატაკი-პროფესიონალის რჩევები

23 ივლისი, 2019 , 11:36

ზაფხული საუკეთესო დროა  მშენებლობისა და რემონტისათვის. სახლისა, თუ აგარაკის რემონტისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იატაკის მოპირკეთებაა. დღეს ბაზარზე იატაკის მოსაპირკეთებელი მასალის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი

ბენტლი წარადგენს FLYING SPUR FIRST EDITION ექსკლუზიურ მოდელს, ელტონ ჯონის ფონდის საქველმოქმედო საღამოზე

22 ივლისი, 2019 , 16:31

-დახვეწილი ოთხ-კარიანი გრან ტურერი, გამოშვებულია შეზღუდული ტირაჟით და პირველად წარდგენილი იქნება ელტონ ჯონის ფონდის საღამოზე. -ლიმიტირებული სერიის ავტომობილი წარდგენილი იქნება საქველმოქმედო აუქციონზე. შემოსული სახსრები მ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს