უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ივნისი, 2017 17:00
font-size

ნოდარ კერესელიძე ADA-ის წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ავსტრიის განვითარების სააგენტოს ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, ვალტერ ემაირს და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და ავსტრიულ მხარეს მადლობა გადაუხადა ცხოველთა იდენტიფიცირების, ლაბორატორიული მომსახურების განვითარების, შესაძლებლობათა გაძლიერების მიმართულებებით გაწეული მხარდაჭერისთვის.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ავსტრიის გამოცდილების გაზიარება მაღალმთიან რეგიონებში მეცხოველეობის განვითარებაში და ამ მიმართულებით სააგენტოსთან თანამშრომლობა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიო და ორგანული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს ასეთი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე მიმწოდებელი, თუმცა ამისათვის სერტიფიცირების, მარკეტინგული და სხვა აუცილებელი პროცედურების გზაა გასავლელი. თქვენ ამ მხრივ საუკეთესო გამოცდილება გაქვთ; შესაბამისად, ბიო და ორგანული პროდუქციის წარმოება და შემდგომი რეალიზაცია არის ის მიმართულება, სადაც ავსტრიის სააგენტოს მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

როგორც ავსტრიის განვითარების სააგენტოს ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ვალტერ ემაირმა შეხვედრაზე აღნიშნა, ავსტრიის მხარისთვის აგრარული დარგის მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობა პრიორიტეტულია, არსებობს კარგი გამოცდილება და მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ახალი სფეროები, სადაც სამომავლოდ თანამშრომლობას განვიხილავთ.

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი