უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 ნოემბერი, 2016 13:55
font-size

ნოდარ ხადური სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის, ტექნიკური დახმარების მისიის უფროსთან, ლუსია მაკლოჰანთან.

ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სსფ-ის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

კერძოდ, საუბარი შეეხო ახალი ტექნიკური დახმარების პროგრამას, რომელიც მუშაობას 2017 წლის მაისიდან დაიწყებს და მისი მიზანი იქნება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, როგორც საგადასახადო ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციების გაძლიერება, უწყების საორგანიზაციო სტრუქტურის განვითარება, საგადასახადო ადმინისტრირების შემდგომი დახვეწა და სხვა.

დონორთა მხარდაჭერით, ტექნიკური დახმარების პროგრამა ითვალისწინებს პროექტის მსვლელობის პერიოდში უცხოელი გრძელვადიანი რეზიდენტი ექსპერტის ჩართულობას, რათა მან ადგილზე, პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს ქართველ კოლეგებს რეფორმების განხორციელებაში, ასევე, დაგეგმილია სსფ-ის სათაო ოფისიდან კონსულტანტების მოწვევა, ადგილობრივი კადრების გადამზადება.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობის ახალი ფორმატის შემოთავაზებისთვის, ასევე, დაადასტურა მზაობა, გაგრძელდეს ნაყოფიერი პარტნიორობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი