უკან
საზოგადოება
9 ნოემბერი, 2021 17:21
პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს
პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია.
„9 ნოემბერს, 18:00 საათიდან „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.