უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 ივნისი, 2017 13:40
font-size

ნოემბერში საქართველო ,,აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს

28-29 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის დეტალები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იანჩიმ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად თემას საქართველოში დაგეგმილი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და მისი მოსამზადებელი სამუშოები წარმოადგენდა.

ჩინეთის ელჩთან საუბრისას, გიორგი გახარიამ, ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა, რომელიც „სარტყელი და გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ფარგლებში გაიმართა. პეკინში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ელჩთან გამარულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გაფორმებული შეთახმება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაბზე გადაიყვანს, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

ვიზიტის დროს მინისტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. მათ შორის, შეხვედრა გაიმართა ჩინეთის კომერციის მინისტრთან, სადაც მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩინური მხარე თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმის გამართვას მხარს დაუჭერს.

,,აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში მეორედ გაიმართება, რომელიც ჩინეთში ჩატარებული „სარტყელი და გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ლოგიკური გაგრძელება იქნება.

,,აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში პირველად 2015 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 30 ქვეყნის ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. მათ შორის, ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა და 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი

18 იანვარი, 2019 , 16:29

2019 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა.

ანკარა-თბილი-ანკარას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა

18 იანვარი, 2019 , 11:23

18 იანვარს, საქართველოს საელჩოს, თურქეთის ავიახაზებისა (Turkish Airlines) და TAV ჰოლდინგის ორგანიზებით, ანკარას ესენბოღას აეროპორტში ანკარა-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისის გახსნის ცერემონია გაიმართა, ღ

გენადი არველაძე საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

17 იანვარი, 2019 , 20:09

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

17 იანვარი, 2019 , 17:50

"2018 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა 110 მილიონი ლარი ( 36.8 მლნ ევრო) გადმორიცხა", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, რითაც დაადასტურა წინსვლა მთავრობის მიერ რ

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარედ ავთანდილ კასრაძე დაინიშნა

17 იანვარი, 2019 , 14:48

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ავთანდილ კასრაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 იანვარი, 2019 , 09:00

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6634 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6644 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა