უკან

საზოგადოება

17 თებერვალი, 2017 13:50
font-size

ნორმალურია,როცა პროკურატურა გამოძიების დაწყებისას კითხვებს ვერ პასუხობს - სოფიო ხორგუანი

უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი საპატრიარქოში მიმდინარე ამბებს გამოეხმაურა. ხორგუანის განცხადებით, ნორმალურია, თუ პროკურატურა გამოძიების დაწყების ეტაპზე ყველა კითხვას ვერ პასუხობს.

„მოვისმინე მთავარი პროკურორის განცხადება და მასში არცერთი სამართლებრივი შეცდომა არ იყო დაშვებული. ჟურნალისტებმა რამდენჯერმე გაუმეორეს მას კითხვა, დაზუსტება სთხოვეს და ყველა მისი დაზუსტება თუ განმარტება იყო კანონთან შესაბამისობაში. კითხვები დაგვრჩა, მაგრამ ეს არის ნორმალური პროცესი, რადგან გამოძიება ახალი დაწყებულია. ყველა კითხვაზე პასუხი პროკურატურას არ უნდა ჰქონდეს გამოძიების დაწყების ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ესაა დაგეგმილი ამბავი და მან იცის, რა შედეგები დადგება“, - თქვა ხორგუანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

უფლებადამცველმა ასევე ისაუბრა მედიის როლზე საპატრიარქოს საკითხის გაშუქებასთან დაკავშირებით. ხორგუანის თქმით, ჟურნალისტებმა უნდა იხელმძღვანელონ მოძიებული ფაქტებით და არა პოლიტიკოსების მოსაზრებებით.

„ვერდიქტს გამოიტანს მომხდარზე სასამართლო. მედია ყველაზე კარგი მოკავშირეა ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ჩვენ გვინდა ასევე, ახალი ტიპის პოლიტიკოსები და მედიაც, რომლებიც პასუხს აგებენ თავის სიტყვებზე. არასწორია, როცა ჟურნალისტები პროკურორის განცხადების შემდეგ მიდიან და ეკითხებიან დეპუტატებს, თუ რას ფიქრობენ ისინი პროკურორის განცხადებაზე. დეპუტატის აზრი პროკურატურაზე ჩემთვის არ არის საინტერესო, ჩემთვის საინტერესოა, პროკურორი საქმეს რომ წაიღებს სასამართლოში, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. დეპუტატებისგან კი მათ კომპეტენციაში მქონე საკითხები მაინტერესებს“, - განაცხადა ხორგუანმა.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება

24 აპრილი, 2024 , 11:57

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება და საპროექტო განაცხადის შევსება 15 მაისამდე იქ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი