უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 დეკემბერი, 2016 14:00
font-size

ნორვეგიას საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენელი ეყოლება

ნორვეგია საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავს -განცხადება ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორგე ბრენდემ ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიხელ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალ დინამიკას. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ საქართველოში ნორვეგიული ბიზნესისა და ინვესტიციების გაზრდის მიმართულებით. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოს ენერგო სექტორში არსებული ნორვეგიული ინვესტიცია. ისაუბრეს ტურიზმის და სატრანსპორტო სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე ბორგე ბრენდემ ქართველ კოლეგას მიულოცა ვიზალიბერალიზაციის კონტექსტში ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიღწეული შეთანხმება ე.წ. შეჩერების მექანიზმზე და იმედი გამოთქვა რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მალე ამოქმედდება.

მიხელ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ნორვეგიელ კოლეგას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ნორვეგიის პრაქტიკული დახმარება და ასევე მადლობა გადაუხადა მათ ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების გამო.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი