უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 აგვისტო, 2017 13:19
font-size

ნოტარიუსები მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტში ჩაერთვებიან

დღეიდან ნოტარიუსებიც აქტიურად ჩაერთვებიან მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტში და 12 სოფლის მოსახლეობას ადგილზე მოემსახურებიან. აღნიშნული პროექტის განხორციელება სოფელ მანგლისიდან დაიწყო.

საპილოტო პროექტი საქართველო იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაწყებული, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. აღნიშნულ პროცესში ნოტარიუსების ჩართვა მნიშვნელოვნად გაამარტივებს და დააჩქარებს მიწის რეგისტრაციის პროცესს.

ნოტარიუსები მოსახლეობას რამდენიმე სერვისს სთავაზობენ:

დავის მოგვარება მედიატორი ნოტარიუსების დახმარებით;

სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავის შემთხვევაში მოდავე მხარეები სასამართლოს ნაცვლად მედიატორ ნოტარიუსს მიმართავენ. ნოტარიუსის მომსახურება უფასოა და დავა, მაქსიმუმ, 3 კვირაში გვარდება.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან დღემდე უკვე 300-ზე მეტ შემთხვევაში დავა მორიგებით დასრულდა.

გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება;

ფორმის დაუცველად (ზეპირად ან წერილობით) დადებული გარიგების არსებობის ფაქტის დასადგენად მხარეებს შორის ფორმდება წერილობითი შეთანხმება, რომელზეც მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობას ადასტურებს ნოტარიუსი.

მინდობილობის დამოწმება ონლაინ რეჟიმში (სკაიპის მეშვეობით);

მოწმის ჩვენების სანოტარო წესით დამოწმება;

მიწის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში საჭიროა მოწმის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება.

უფლების დამდგენი დოკუმენტაციის ასლების დამოწმება;

იმ შემთხვევაში, თუკი ადგილობრივი მოსახლეობა უარს განაცხადებს უფლების დამდგენი დოკუმენტაციის დედნის სააგენტოსათვის / კონტრაქტორისათვის ჩაბარებაზე, დოკუმენტაციის ასლებს ნოტარიუსი დაამოწმებს.

თარგმანის სანოტარო წესით დამოწმება;

უფლების დამდგენი დოკუმენტების გარკვეული ნაწილი მომზადებულია უცხო ენაზე. ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც არ არის მომზადებული სახელმწიფო ენაზე, საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანს.

სამემკვიდრეო დოკუმენტაციის მოწესრიგება;

როცა მიწის რეგისტრაციისას პირს არ გააჩნია სამკვიდრო დოკუმენტები, ან გაშვებულია სამკვიდროს გახსნის ვადა, ნოტარიუსი მას აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

მანგლისი, ჯიმითი, არბოშიკი, არხილოსკალო, სალხინო, კარალეთი, ზარიძეები, ვედიდკარი, ლახამულა, საგურამო, მზისგული, შუახევი - ამ სოფლების მცხოვრებნი, პილოტური პროექტის ფარგლებში, ზემოთ აღნიშნულ სანოტარო სერვისებს ადგილზე მიიღებენ. ნოტარიუსები მოსახლეობას კვირაში ერთხელ მოემსახურებიან.

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი