უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
არქივი
საზოგადოება
2 მარტი, 2017 13:45
ნოტარიუსის დისტანციური მომსახურებით 50 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა
ნოტარიუსების დისტანციური მომსახურებით სარგებლობა წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება. 2016 წლის განმავლობაში skype-ის მეშვეობით 47 998 რწმუნებულება და მინდობილობა გაფორმდა. ამავე საშუალებით გასულ წელს 6 982 განცხადება დადასტურდა.
2015 წელთან შედარებით, 2016 წელს შედგენილი სანოტარო აქტების სტატისტიკა 5%-ით გაიზარდა. მათი საერთო რაოდენობა 1 481 575-ს შეადგენს.
მოქალაქეები სანოტარო ბიუროებს ყველაზე ხშირად დოკუმენტის თარგმანზე დიპლომირებული მთარგმნელის ხელმოწერის დამოწმებისათვის მიმართვენ. 2016 წელს ამ ტიპის 446 923 აქტი შედგა. სხვა სტატისტიკა ასეთია: დოკუმენტის ასლის დამოწმება - 295 911; რწმუნებულობის/მინდობილობის დამოწმება - 247 015; ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება - 213 927; სამკვიდროს მოწმობის გაცემა - 27 198 და სხვ.