უკან

საზოგადოება

12 იანვარი, 2018 17:50
font-size

ნოტარიუსთა პალატამ „ბერი ანდრიას ფონდს“ ძველით ახალი წელი მიულოცა

ნოტარიუსთა პალატის საქველმოქმედო ღონისძიებები გრძელდება. დღეს ნოტარიუსები „ბერი ანდრიას“ ფონდს ესტუმრნენ და ბავშვებს საახალწლო ტკბილეული და პირველად მოხმარების საგნები და კომპიუტერები მიუტანეს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საახალწლო ნობათის შესარჩევად პალატა ფონდს წინასწარ დაუკავშირდა და იმ საჭიროებების შესახებ შეიტყო, რომლებიც ბავშვებს დღეისათვის გააჩნიათ.

საახალწლოდ ფონდის ბენეფიციარები საკუთარ სახლებში იმყოფებოდნენ. 13 იანვრიდან კი ისინი ფონდში ბრუნდებიან და ძველით ახალ წელს ერთად აღნიშნავენ. ნოტარიუსთა პალატის საჩუქრები ბავშვებს დღესასწაულის ორგანიზებაში დაეხმარება.

ახალი წლის დღეებში ნოტარიუსებმა სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული და სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის რამდენიმე ღონისძიება ჩაატარეს. 21 დეკემბერს ისინი „მომავლის გზის“ დღის ცენტრს ესტუმრნენ და ბავშვებს ტკბილეული და კომპიუტერები მიუტანეს. 29 დეკემბერს ნოტარიუსთა პალატა „დიმიტრი ცინცაძის ფონდის“ აქციას შეუერთდა, ბავშვებმა ტკბილეულთან ერთად, მათი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით შერჩეული საჩუქრებიც მიიღეს. დღეს კი საახალწლო საჩუქრები „ბერი ანდრიას ფონდს“ გადაეცა.

ნოტარიუსთა პალატა „სოლიდარობის ფონდის“ მუდმივი შემომწირველია, ნოტარიუსები თავიანთი ხელფასებიდან ყოველთვიურად რიცხავენ თანხას სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. პალატა, შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ გააგრძელებს მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას.

დაცული ტერიტორიების რეინჯერების დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს

18 თებერვალი, 2018 , 14:46

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ დაზღვევის საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მთავარ მიზანს რეინჯე

გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, სამგორის ხუთი დასახლების მოსახლეობა პენსიის აღებასა და გადასახადების გადახდას ადგილზე შეძლებს

18 თებერვალი, 2018 , 14:29

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძის ინიციატივით და „ლიბერთი ბანკის“ ახალი მენეჯმენტის მხარდაჭერით, სოფელ ნასაგურში, წინუბანში, დიდი და პატარა ლილოს დასა

დღეს მიტევების კვირაა, მსურს გადმოგცეთ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა - მეუფე შიო

18 თებერვალი, 2018 , 14:12

პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მიტევების კვირასთან დაკავშირებით პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა. ამის შესახებ 1tv წერს. მეუფე შიომ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა

რაც ბევრს ილაპარაკებს რობაქიძის საქმეზე გურამ დონაძე, ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს - ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე

17 თებერვალი, 2018 , 17:35

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ გურამ დონაძის დღევანდელ განცხადებას უპასუხა. დონაძემ ბაქრაძე ტყუილში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, კრიმინალური პოლიც

ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალში არსებული ისტორიული შენობების სრული რეაბილიტაცია ორ კვირაში დაიწყება

17 თებერვალი, 2018 , 17:15

თბილისის მერი კახა კალაძე ლადო გუდიაშვილის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც გუდიაშვილისმოედნისრეაბილიტაციისბოლო ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მოისმინა და მიმდებარედ არსებული სარეაბილიტაციო შე

გომბორის უღელტეხილზე „სოკარის“ სატვირთო ავტომობილი აფეთქდა

17 თებერვალი, 2018 , 15:55

გომბორის უღელტეხილზე საწვავით დატვირთული „სოკარის“ სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა და აფეთქდა. საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებუ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე