უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 სექტემბერი, 2017 12:50
font-size

ნოტარიუსთა პალატამ „კვებეკის სამოქალაქო სამართლის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართა

პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში იუსტიციის სამინისტროს, სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპებ-ის, სასამართლოს, ადვოკატთა, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები და თარჯიმნები დაესწრნენ.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 2015 წლიდან დაიწყო პროექტი, რომელიც ნოტარიატთან დაკავშირებული ევროპული ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნას ითვალისწინებს.

როგორც ნოტარიუსთა პალატაში აცხადებენ, პროექტის მიზანია ევროპულ ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ქართული ნოტარიატის განვითარებასა და კანონმდებლობის დახვეწას შეუწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში „კვებეკის სამოქალაქო სამართალი“ მეორე წიგნია, რომელიც ზურაბ ჭეჭელაშვილა თარგნა. მისივე თარგმანით გამოიცა პირველი წიგნი - ვოლფის სახელმძღვანელო „სანივთო სამართალი“.
როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ აღნიშნა, არსებობს ორი ტიპის კოდექსი.

„არსებობს ორი ტიპის კოდექსი: გერმანული სამართლებრივი ოჯახის სამოქალაქო კოდექსი და რომანული (ფრანგულ-იტალიური) სამართლის ოჯახის სამოქალაქო კოდექსი. ჩვენს სამართლებრივ სივრცეში, ძირითადად, გერმანული სამართლებრივი ოჯახის სისტემაა ცნობილი. კვებეკის სამოქალაქო კოდექსი არის სწორედ გერმანულისაგან განსხვავებული რომანული სამართლებრივი ოჯახის კოდექსი, თანაც, უახლესი კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ცივილისტიკის მიღწევებს. განსხვავებული სისტემის კოდექსი გააფართოებს ჩვენს სამართლებრივ თვალსაწიერს და დაგვანახებს იმ ბევრ ხარვეზს, რაც ჩვენს კერძო სამართალში არსებობს. თვით კოდექსის სტრუქტურა სხვაგვარადაა აგებული: საოჯახო და სამემკვიდრეო სამართალი მოთავსებულია კოდექსის დასაწყისში და არა ბოლოში (როგორც საქართველოს და გერმანიის სამოქალაქო კოდექსებში). ამითაც ვლინდება სამართლის განსხვავებული დამოკიდებულება ოჯახისა და მემკვიდრეობისადმი ფასეულობათა სისტემაში.

ძალიან მნიშვნელოვანია სხვა სამართლებრივი ოჯახის სისტემის ცოდნაც. სამართლებრივი განვითარება შეუძლებელია ამის გარეშე. ამიტომაც ვთარგმნეთ კვებეკის კოდექსი“, - განაცხადა მარიკა გოგოლაძემ.

სამომავლოდ ნოტარიუსთა პალატა შვეიცარიის კოდექსის თარგმნას გეგმავს.

„კვებეკის სამოქალაქო სამართლის“ ქართული თარგმანი სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი