უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 სექტემბერი, 2017 14:15
font-size

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯომარემ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯომარემ მარიკა გოგოლაძემ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცა.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების კურსი წარმატებით 16-მა სტაჟიორმა გაიარა. მათ ნაწილს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაც ჩაბარებული აქვს.

ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით, სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს. სასწავლო ცენტრში სტაჟიორებმა შეისწავლეს სანოტარო და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობა, ასევე დაეუფლნენ მომსახურების ეფექტურ უნარ-ჩვევებსაც. პრაქტიკული სწავლება კი სანოტარო ბიუროებში და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, აღსრულების ეროვნული სააგენტო, მომსახურების სააგენტო) გაიარეს.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობებია ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად.

იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული ნოტარიატის რეფორმის შედეგად, ნოტარიუსობის კანდიდატები დაინიშნებიან იმ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ არ არის ხელმისაწვდომი. ისინი სამი წლის განმავლობაში მოემსახურებიან ადგილობრივ მოსახლეობას.

საკვანძო სიტყვები:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი