უახლესი ამბები
- 28.04.2025 16:40საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე 4000-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა
- 28.04.2025 16:34თბილისში მაქსიმ მრვიცას მეორე კონცერტი გაიმართა
- 28.04.2025 16:11სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია
- 28.04.2025 15:26ხელისუფლებაში გამწარებული არიან, ასეთ კნინობით ფორმაში კახი კახიშვილისგან საუბარი მოულოდნელი იყო, თუმცა ეს ხასიათის სიმდაბლეზე მიუთითებს - გია ვოლსკი
- 28.04.2025 12:33საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში ცერერას პურის საცხობი აშენდა
- 28.04.2025 11:45გორში მკვლელობა მოხდა
- 28.04.2025 11:25საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა
- 28.04.2025 11:21პროკურატურამ 7 წლის ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ დედას და ბებიას ბრალდება წარუდგინა
- 28.04.2025 10:43ლავროვმა და რუბიომ ტელეფონით უკრაინაზე ილაპარაკეს
- 28.04.2025 10:122030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე
არქივი
საზოგადოება


ნუ გადასცემთ მიწის ნაკვეთებს - საია თბილისის საკრებულოს მიმართავს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოუწოდებს თბილისის საკრებულოს, არ გადასცეს თაბორის მთისა და პუშკინის სკვერთან არსებული ტერიტორიები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს.
საიას განმარტებით, თაბორის მთაზე, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაშია მოქცეული, სადაც, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაუშვებელია შპს „თაბორი რიზორთსის“ მიერ დაგეგმილი პროექტის განხორციელება.
რაც შეეხება პუშკინის სკვერთან, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასაცემ 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთს, საია აღნიშნავს, რომ საკრებულოს არ განუმარტავს, რატომ წარმოადგენს სასტუმროსთვის 30-ადგილიანი ავტოსადგომის მშენებლობა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის“ მქონე შემთხვევას.
„მედიანიუსი“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2017 წლის 5 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, წერილობით მიმართა თბილისის საკრებულოს და თბილისის მთავრობის განკარგულებებისა და საკრებულოს ორი განკარგულების პროექტის საფუძველზე, შემდეგი საკითხების გადაწყვეტა ითხოვა:
1. თბილისში, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთის, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის შეთანხმება;
2. თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის შეთანხმება.
საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად უნდა გადაეცეს საკუთრებაში. ხოლო, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან („პანორამა თბილისის“ პროექტის ერთ-ერთი სასტუმრო) არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად უნდა განხორციელდეს. ორივე კომპანიის მიერ დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა. თანაინვესტირების ფონდის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელთან არის დაკავშირებული.
მიგვაჩნია, რომ თბილისის საკრებულომ მხარი არ უნდა დაუჭიროს თბილისის მერიის მიერ გაგზავნილი განკარგულებებისა და ხელშეკრულებების პროექტებს შემდეგ გარემოებათა გამო:
- თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 4 ოქტომბრის #37.10.715 განკარგულებიდან ირკვევა, რომ შპს „თაბორი რიზორთსი“, საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ავითარებს გოლფის მოედნებს, მრავალნომრიან ხუთვარსკვლიან სასტუმროსა და რეკრეაციულ ზონას. კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი 4433 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემა უკავშირდება სარწყავი-სადრენაჟე სისტემის დამხმარე ტექნიკური ნაგებობის მოწყობას. საიას ხელთ არებული ოფიციალური დოკუმენტაციით, აღნიშნული პროექტის განხორცილება „თაბორი რიზორთსის“ მხრიდან თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში არსებულ ტერიტორიას მოიცავს.
- პროექტის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში განხორციელება დასტურდება საქართველოს კულტურისა და ძელგთა დაცვის სამინისტროს მიერ 2016 წელს მოწოდებული ოფოციალური დოკუმენტით (რუკა), სადაც თბილისში არსებული ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაა აღნიშნული. ასევე ზონის დამატებითი სარეკომენდაციო საზღვარი. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მსგავსი პროექტების ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში განხორციელება დაუშვებელია;
- თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 4 ოქტომბრის #37.10.716 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ შპს „თბილისი სითის“ მიერ, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე არსებული პროექტის ფარგლებში მშენებარე სასტუმროსათვის საჭირო მიწისქვეშა ავტოსადგომების რაოდენობა დამაკმაყოფილებელია. შესაბამისად გაურკვეველია, თუ იგივე მიზნებისათვის რატომ უნდა გადასცეს თბილისის თვითმმართველობამ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრებაში კომპანიას;
- „თბილისი სითის“ მხრიდან 1 ლარად ქონების საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ, არანაკლებ 30 მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა და 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება, არ წარმოადგენს - „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის“ მქონე შემთხვევას, როგორც ეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებაშია წარმოჩენილი;
- „მაღალი საზოგადოებრივ ინტერესის“ სახელით, კერძო კომპანიის საკუთრებაში არსებული სასტუმროსათვის დამატებით მიწისქვეშა 30 ავტოსადგომის მოწყობის მიზნით, 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემა არის დაუსაბუთებული და ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების რაციონალურად განკარგვას.
მოვუწოდებთ თბილისის საკრებულოს, იხელმძღვანელოს და განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და მხარი არ დაუჭიროს თბილისის მერიის მიერ გაგზავნილი განკარგულებებისა და ხელშეკრულებების პროექტებს. ასევე, გაითვალისწინოს საკითხისადმი საზოგადოებაში არსებული ინტერესი და უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღებისას პროცესის გამჭვირვალობა“, -ნათქვამია საიას განცხადებაში.
შეგახსენებთ, 29 სექტემებერს თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ორი გადაწყვეტილება მიიღო. საკრებულომ პუშკინის სკვერთან, „პანორამა თბილისის“ სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალა, ხოლო თაბორის მთაზე 4 700 მ2 ფართობის მიწას რეკრეაციული სტატუსი „თაბორი რიზორთსის“ სასარგებლოდ მოხსნა. თაბორის მთის აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გოლფის მოედნების მოსარწყავად საირიგაციო ნაგებობის აშენება სურს.
დღეს 16 საათზე თბილისის საკრებულოში ამ ტერიტორიების გადაცემაზე იმსჯელებენ. ამის გასაპროტესტებლად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 14 საათზე საკრებულოს შენობასთან აქციას გამართავს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე 4000-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა
28 აპრილი, 2025 , 16:40

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება
28 აპრილი, 2025 , 13:36

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში ცერერას პურის საცხობი აშენდა
28 აპრილი, 2025 , 12:33

ალექსანდრე წულაძემ და პაატა სალიამ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ახალგაზრდებისთვის თემატური ბანაკი გახსნეს
28 აპრილი, 2025 , 08:24

საქართველოს ბანკის აპრილის PLUS შეთავაზებები
25 აპრილი, 2025 , 17:03

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქემ მიიღო
25 აპრილი, 2025 , 16:54