უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 სექტემბერი, 2020 17:25
font-size

ნუ იმალებით! - “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

„ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.

ხაზარაძის თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო გახშირდა პოლიტიკური დებატები სხვადასხვა პარტიას შორის, თუმცა მმართველი გუნდი მასში მონაწილეობას არ იღებს და ივანიშვილი მხოლოდ ერთი ტელევიზიის მეშვეობით მიმართავს მოსახლოებას.

ხაზარაძის განცხადებით, თუ “ქართულ ოცნებას“ ქვეყნის დემოკრატიულად მართვა სურს, დებატებში მონაწილეობას უნდა დათანხმდეს. მისივე თქმით, ფორმატს და ტელევიზიას მნიშვნელობა არ აქვს და ამ არჩევანს “ქართულ ოცნებას” უტოვებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილო, ნებისმიერ თქვენ მიერ კონტროლირებად ტელევიზიაში გამოდით, თუ თვლით, რომ დემოკრატიას აშენებთ, გამობრძანდით და დავიწყოთ დებატები. დებატები არა იმისათვის, ვინ ვის აჯობებს, არამედ დებატები იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, სად არის გადარჩენის გზა, სად არის ის ფორმულა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ მძიმე მდომარეობიდან, რომელშიც თქვენ ის შეიყვანეთ.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ იმალებით. ჩვენი „მარშალის გეგმით“ შეგვიძლია ავირიდოთ პასუხისმგებლობა, თუ როგორ გამოვა ქვეყანა ამ კრიზისიდან და აშენდება, როგორც შემდგარი სახელმწიფო,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღევანდელი ბრიფინგის მსვლელობისას ხაზარაძემ ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ლარი ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ამ კრიზისის სამართავად კი მმართველ გუნდს ძალა არ შესწევს.

„ლარი უფასურდება, ხალხი კარგავს შემოსავალს, ბიზნესი გაჩერებულია და არავის აქვს ამ მძიმე კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. მმართველი გუნდი საერთაშორისო ვალებით ავსებს ბიუჯეტს. უმეტესი ბიზნესი გაჩერებულია და გამოსავალზე ვერავინ საუბრობს, მთავრობამ არ იცის, რა ქნას, მათ არ აქვთ გეგმა, მათ არ აქვთ ხედვა და იმალებიან. იმალებიან იმიტომ, რომ არ აქვთ პასუხები მწვავე კითხვებზე, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ ეკონომიკური ჩიხიდან - დღეს ჩვენ ბრძოლაში ვართ არა პარლამენტში სკამების მოსაპოვებლად, არამედ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანისთვის!

ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის დროს შევთავაზეთ საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესის დასახმარებლად სპეციალური საგარანტიო ფონდის შექმნა, მაგრამ მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს.
ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას და ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ლარის კურსის დერეფნის შექმნა, რომელიც ასევე არ გაითვალისწინეს.

დღეს მცირე და საშუალო ბიზნესი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ლარის გაუფასურება გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელსაც ისედაც დრამატულად შეუმცირდა შემოსავლები.

არჩევნების პერიოდი რისკებს ზრდის. იმისთვის, რომ არ მივიღოთ სრული ეკონომიკური კოლაფსი, ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას - ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის შესაბამისი გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების გადავადება და რეფინანსირების საკითხი.

ქართული ოცნება არც ამ ინიციატივას გამოეხმაურა.

ჩვენ თვეების წინ ვთავაზობდით ხელისუფლებას კოვიდის მეტად გავრცელების პირობებში პანდემიის მართვის გზებს, რათა ეკონომიკური პრობლემების გარდა, სერიოზული სირთულეები არ შექმნილიყო ჯანდაცვისა და განათლების სფეროში. დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ამ გამოწვევებს,“- განაცხადა ხაზარაძემ.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი