უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

2 ივნისი, 2018 13:55
font-size

ნუ მომთხოვთ ვიდგე იმათ გვერდით, ვისაც საკუთარი ხალხის სისხლში აქვს ხელები გასვრილი - ეკა ბესელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომლითაც ზაზა სარალიძის მხარდასაჭელ აქციას და ამ აქციაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა მონაწილეობას ეხმიანება.

,,ეს ჩემი პირადი გვერდია და მინდა ღიად დავწერო ჩემი გულწრფელი ემოცია:

ხშირად ვერიდები ამ ემოციების გამოხატვას ! რადგან ვიცი საჯარო პირს მეტი თმენის ვალდებულება მაქვს. ეს ვიცი შეხსენების გარეშე!

პასუხისმგებლობის ხარისხიც იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე აუცილებელია- ამ პოზიციისთვის.
ამ ყველაფრის გააზრებით ვწერ ამას ღიად:

სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს. სამართლიანობა ვერ მიიღწევა ფლიდობით და ვერაგობით. არ შეიძლება ბოროტება მართავდეს სამართლიანობის იდეას.

ამ დღეებში ბევრი რამ გამოჩდა...

არ დავიღლები და იმდენჯერ ვიტყვი რამდენჯერაც შემეძლება, რომ სოლიდარული ვარ და მტკივა რაც ტკივათ შვილმკვდარ მშობლებს!!! უბრალოდ შეუძლებელია არ გესმოდეს მათი თუ ადამიანი ხარ და არა ბოროტება!

ვხედავ ამ რეალობის მიზეზებს და ემოციის და პრობლემის ფესვებსაც...

ვხედავ რა მაშტაბის აგრესიაა საზოგადოებაში, პატარებშიც.

როგორი ტრაგედია დატრიალდა ბავშვებში და როგორ ზუსტად თქვა ლევან დადუნაშვილის დედამ, რომ ეს ყველას ტრაგედიაა.....განზოგადოებული კრებსითი ტკივილია....

მეც და ბევრი ვინც იქ არ ვდგავართ ფიზიკურად რუსთაველზე -ეს არ ნიშნავს სხვა მხარეს დგომას შვილმკვდარი მშობლებისგან! ჩვენ ვერ ვიდგებით სხვადასხვა მხარეს. უბრალოდ ვერ ვიდგებით!

მეც და ხელისუფლებაში მყოფ პირებსაც, ვინც როგორც წესი არ უყვარს მოქალაქეს-სხვა ვალდებულება გვაკისრია. ნაკლები ემოცია და მეტი მოქმედება!

ამ ვალდებულებით დატვირთულს მიწევს ბევრი ისეთი რამის თმენა რაც უბრალოდ ვერ წარმომედგინა.
პასუხისმგებლობის გადანაწილება გვიწევს. ამ გადანაწილებაში უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც იცის რაიმე ამ მკველობების შესახებ და დღემდე დუმს! არ შეიძლება ეს დუმილი!

ილაპარაკეთ რაც იცით და დაე ყველაფერი იყოს ღია და ნათელი!!!

ჩვენ ხელს არ დავაფარებთ დამნაშავეს ! არავინ დადგება სიმართლეზე მაღლა! არავითარი ინტერესი არ არსებობს , რომელიც სიმართლის დადგენის მიზანს გადაძალავს!!!

ეს სიმართლე არ აინტერესებს არც გვარამიას და არც ნაციონალურ მოძრაობის იმ პირებს, ვინც ამ ტრაგედიას იყენებს რევანშისთვის და საკუთარი პირადი მიზნებისთვის. ეს აშკარად და დაუფარავად ჩანს. მე არ მჯერა რომ მათ ზაზა სარალიძე ან დადუნაშვილის ტკივილი ტკივათ, რადგან მათ ასეთი ტრაგედია საკუთარი ხელებით და საკუთარი ძალაუფლებისთვის ასეულობით აქვთ ჩადენილი.

და აქვე - ბევრმა მომწერა, დამირეკა, გაბრაზდა გვარამიას იმ ზღვარგადასული შეურაცხყოფის გამო, რაც საჯაროდ გაისმა.

გვარამიამ ისე შეურაცხყო საკუთარი თავი დიდი ხანია, რომ ის ვერავის ვერ ესვრის ტალახს.

ხელები ისე აქვს დასვრილი ტალახში და ჩვენი მოქალაქეების უბედურებაში , იმდენი ბოროტება აკეთა, რომ ერთ დიდ ბოროტებად თავად იქცა! ის იყო შემსრულებელი იმ სასტიკი ძალადობრივი რეჟიმის, რომელიც კლავდა, აუპატიურება აწამებდა და სულს ხდიდა ჩვენს მოქალაქეებს.

გვარამია არარაობაა! არარაობას რა პასუხი უნდა მოთხოვო. ბოროტება უნდა დაამარცხო და მარცხდება კიდეც.ასეთია კანონზომიერება. ბოროტების გვერდით ყოფნა კი იგივეა -იყო თანამონაწილე. ასე რომ იმათი არჩევანია ვინც ამას ემსახურება, ამართლებს ან მის გვერდით დგას!

ესაა ჩემი პასუხი ამ მართლაც არაორაობისადმი!!!

ყოველთვის და ყველგან ვებრძოდი ამ ძალადობას და უსამართლობას და გავიარე უმძიმესი და ტკივილით სავსე გზა სწორედ სხვების დასაცავად.

ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი და უდანაშაულო ძმა რომ მძევლად აიყვანეს და სასტიკად დასაჯეს ნაცბანდის ლიდერებმა -ესეც სხვათა დაცვის გამო გადავიტანეთ მთელმა ოჯახმა და არა პირადი პრობლემების გამო. ვიდექი ტყვიების ზუზუნში და ყველაზე გაუსაძლისი განსაცდელი გავიარე ისე ,რომ ფეხი ვერ მომაცვლევინეს ამ ბრძოლაში და ვერ გამაჩერეს.

და ვინ , ვინ გვასწავლის სამაართლიანობას გვარამია და სააკაშვილი???

ყველა მახსოვს ვინ სად იყო მაშინ და ვინ ბედავდა და იღებდა ხმას! ყველა მახსოვს ვინ რას ჩადიოდა ....და არა მარტო მე მახსოვს...

დღეს იოლია გამოხვიდე ყველაზე მძიმე ბრალდებით და პროტესტით...ეს არაა საშიში... დღეს ჩვენ რუსთაველზე მდგომი ნატკენი ადამიანების გვესმის... ხელს გიწვდით...მაგრამ ნუ მომთხოვთ ვიდგე იმათ გვერდით ვისაც საკუთარი ხალხის სისხლში აქვს ხელები გასვრილი!!! არასოდეს მოხდება ეს!

არასოდეს არ დაბრუნდება ქვეყანა იმ წარსულში. ამისთვის უკვე ბევრი მსხვერპლი გავიღეთ. მე არ მაინტერესებს არც მანდატი და არც თანამდებობა, ორივეზე უარი ვთქვი 2009 წელს, როდესაც ეს მანდატი დავჭერი სწორედ რუსთაველზე და სწორედ უსამართლობის გამო. ვიცოდი რაც მოყვებოდა , მაგრამ არასოდეს შემშინებია .სადაც არ უნდა ვიყო ეს განცდა მექნება სულ , რომ სიკეთე უნდა აკეთო!

მე მინდა ვიდრე შემიძლია შევეხიდო ამ ტკივილში დაზარალებულებს და ვინც რითი შევძლებთ ყველამ სიმართლე დავადგინოთ.

ჩვენ , შვილმკვდარ მშობლებს ხელს გიწვდით, რომ ვიაროთ სიმართლის დასადგენად და ამისთვის გავაკეთოთ ვისაც რა შეგვიძლია. ესაა და ეს .

ყველაფერი დროებითია ! მარადიული სიკეთეა მხოლოდ და სიყვარული!“ - წერს ეკა ბესელია.

არ შეიძლება ჰააგაში ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ისინი იცავდნენ საკუთარ ტერიტორიას - დავით ზალკალიანი

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

არ შეიძლება ჰააგაში ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ისინი იცავდნენ საკუთარ ტერიტორიას, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მი

კახა კალაძეს უნდა ეყოს ვაჟკაცობა, გამოვიდეს და თქვას, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია - ოთარ კახიძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლებასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება

დედაქალაქის ბიუჯეტი კი არ გაიზარდა, არამედ 45 მილიონი ლარით შემცირდა - ირაკლი ნადირაძე

16 ნოემბერი, 2018 , 15:50

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ირაკლი ნადირაძე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციითაც, დედაქალაქის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება. ნადირაძის თქმ

ცივილიზებული საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები - დავით ზალკალიანი

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში და ანგრიშთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადება შეაფასა. მინისტრის თქმით, ევროკავშირის განცხადება, ისევ

დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია - მამუკა ბახტაძე

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

“ქართული ოცნება”, მისი პოლიტიკური გუნდი, მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენ

გერმანია-საფრანგეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატი მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან ადგილზე ევროპის წამყვანი სახელმწიფოების დღის წესრიგში - დავით ზალკალიანი

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

დავით ზალკალიანი მიესალმება საქართველო-გერმანია-საფრანგეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას, რომელიც 14 ნოემბერს ქ. პარიზში შედგა და რა დროსაც მხარეებმა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`