უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ოქტომბერი, 2017 10:55
font-size

ნუ შეექმნება ილუზია ხელისუფლებას, რომ ასეთი ქმედებებით ჩვენს დაშინებას შეძლებენ - ,,თრიალეთის“ ჟურნალისტები

ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ჟურნალისტები "ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობენ.

აღნიშნულის შესახებ საუბარია ტელეკომპანიის ჟურნალისტების განცხადებაში:

,,ბოლო დღეების განმავლობაში, "ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციის წევრების მხრიდან მიმდინარეობს, ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ჟურნალისტების მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ისინი, "თრიალეთის" ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ სხვადასხვა სახის ბინძურ მეთოდებს, მათ მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებების და სოცილაური ქსელის მეშვეობით, როგორც ღიად, ასევე, სპეციალურად შექმნილი ეგრედწოდებული "ტროლების" საშუალებით. ისინი ავრცელებენ ბინძურ ჭორებს ტელეკომპანიის მიმართ. ცილს სწამებენ ჟურნალისტებს და სხვა.

ამ სიბინძურეში ღიად არიან ჩართულები "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატები, საარჩევნო სიის პირველი და მეორე ნომერი, გელა კაპანაძე და მიშა გოგინაშვილი. ასევე, გუბერნიის და მერიის სხვადასხვა თანამშრომლები.

ჩვენი ინფორმაციით, "თრიალეთის" წინააღმდეგ ამ ბინძურ ბრძოლას ხელმძღვანელობს შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ხოლო, ამ გეგმას ახორციელებს, გუბერნიის თანამშრომელი, ყოფილი მოსამართლე და სასამართლოდან გათავისუფლებული ალექსი მარიამიძე.

კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ჟურნალისტებზე და ტელევიზიაზე ზეწოლა!

მივმართავთ ხელისუფლებას, შეაკავეთ ძალაუფლებას მოწყურებული თქვენი პარტიის წევრები და მოგვეცით მშვიდად მუშაობის საშუალება.

ვაცხადებთ, რომ მიუხედევად ასეთი ბინძური მეთოდებით ბრძოლისა, ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტები, ისევ იმუშავებენ ობიექტურად და გააშუქებენ მხოლოდ სიმართლეს.

ნუ შეექმნება ილუზია ხელისუფლებას, რომ ასეთი ქმედებებით ჩვენს დაშინებას შეძლებენ. "თრიალეთი“ ყოველთვის იქნება თავისუფალი და არ მოექცევა არცერთი პარტიის გავლენის ქვეშ. ტელევიზიის კარი ყოველთვის ღია იქნება ნებისმიერი პარტიისა და ყველა განსხვავებული აზრის მქონე სუბიექტისთვის.

ჩვენ ყოველთვის ვიტყვით სიმართლეს!” - ნათქვამია განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე - თუ ადამიანს აქვს ხველა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა და ბოლო ორ კვირაში ჩინეთში იმოგზაურა, აუცილებელია, დარეკოს ცხელ ხაზზე ან მიმართოს ექიმს

29 იანვარი, 2020 , 14:55

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში ჩინეთიდან მომავალ მგზავრთა შემოწმება გრძელდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი განმარტებით,

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება

29 იანვარი, 2020 , 14:15

10 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერმა შესაბამისი სამსახურის

ჩინეთში საქართველოს საელჩო დამატებითი ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

29 იანვარი, 2020 , 14:15

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დამატებითი ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს, რომელზე დაკავშირებაც, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ. „გაცნობებთ, რომ ჩინეთ

თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ, არც ადამიანები, თქვენ ნაძირალათა ხროვა ხართ, ეს ხართ დღევანდელი ხელისუფლება - მალხაზ მაჩალიკაშვილი

29 იანვარი, 2020 , 13:50

მე თქვენ დედას გიტირებთ. თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ, არც ადამიანები, თქვენ არაფერი ხართ, ნაძირალათა ხროვა ხართ. ეს ხართ დღევანდელი ხელისუფლება, - ასე მიმართავს სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მა

ჩინეთთან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდა

29 იანვარი, 2020 , 13:50

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ სამოქალაქო ავიაციის სააგ

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს

29 იანვარი, 2020 , 13:30

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. დეკემბერში

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`