უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

16 მაისი, 2019 12:27
font-size

ნუგზარ წიკლაური: „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნოდ ჯიხაშკარი ზვიად გამსხურდიას დევნასა და ლიკვიდაციაში მონაწილე გია მხეიძეს ჩააბარა

„ქართულმა ოცნებამ“ სოფელ ჯიხაშკარში გია მხეიძე ჩაიყვანა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნისა და ლიკვიდაციის ოპერაციაში და ასევე უშუალო მონაწილე იყო 2016 წელს ჯიხაშკარში საარჩევნო უბნების დარბევაში. ამის შესახებ გაერთიანებულ ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია“-ს ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში კერძოდ სოფელ ჯიხაშკარში ჩამოიყვანა გია მხეიძე, ეს არის ადამიანი, რომელიც ერთის მხრივ 1993-94 წლებში უშუალოდ მონაწილეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დევნისა და ლიკვიდაციის ოპერაციაში. მოგეხსენებათ, რომ ეს ოპერაცია დასრულდა პირველი პრეზიდენტის სიკვდილით. ასევე, ეს ადამიანი შევარდნაძის დროს იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აფხაზეთის.

გია მხეიძე ასევე ცნობილია, 2016 წელს ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევით, რისთვისაც იგი იყო ბრალდებული, იხდიდა სასჯელს და შემდეგ ხელისუფლების მიერ იქნა გათავისუფლებული პირობითი სასჯელით.

გია მხეიძის ჩამოყვანა დღეს ზუგდიდში, განსაკუთრებით იმ დაძაბულ ვითარების ფონზე, რომელიც არის შექმნილი წინასაარჩევნოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ძალადობა საარცევნო უბნებზე, ძალადობა ადამიანების ნებაზე და ასევე, გია მხეიძის აქ ყოფნა, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის აქ ყოფნა, მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები ზვიად გამსახურდიას ხსოვნის პატივისცემაზე, მისი მუზეუმების აგებაზე და სხვა ღონისძიებებზე, არის სიყალბე და ფარისევლობა.

გია მხეიძე მოხსენიებულია არაერთგზის იმ საპარლამენტო კომისიის დასკვნაში, რომელსაც უძღვებოდა მოკლული პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

27 000-მდე ფერმერს აგრობარათებზე უკვე ხუთ მილიონ ლარამდე დაერიცხა

6 ივნისი, 2020 , 14:30

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში აგრობარათების დარიგების პროცესს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი გაეცნო. „სოფლის მეურნეობის ანტიკრიზ

გიორგი გახარიამ ქუთაისის შემოვლითი გზის სამუშაოები დაათვალიერა - მაგისტრალის 19კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა ივლისიდან იქნება შესაძლებელი

5 ივნისი, 2020 , 15:15

ქუთაისის შემოვლითი გზის ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის სამუშაოები გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მორიგი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის მშენე

პრემიერ-მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს გაეცნო

5 ივნისი, 2020 , 15:03

საქართველო 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს ელოდება, შესაბამისად, მსოფლიო პანდემიის გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები აქტიურად ინერგება, - საქართველოს მთავრობის მეთ

სოფელ ქვახვრელში დოეს-გრაკალის სარწყავი არხი გაიწმინდა

4 ივნისი, 2020 , 14:15

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახო

უკვე შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით - გიორგი გახარია

4 ივნისი, 2020 , 12:26

„ვფიქრობთ, რომ უკვე შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით, ამავე დროს, მოვუწოდებთ თეთრიწყაროელებს, დავიცვათ მაქსიმალური სიფრთხილე,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გ

საქართველოში ატმის კრეფის სეზონი იწყება

3 ივნისი, 2020 , 16:05

წელს, კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის საერთო რაოდენობა 35 000 ტონას შეადგენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, მოსავლის საერთო მოცულობი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!