უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ივნისი, 2019 17:00
font-size

ნულპროცენტიანი ბარიერით არჩევნების შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის მიერ თაღლითური გზებით თანამდებობის შენარჩუნების გზა - ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაიხანგრძლივოს და ნულოვანი ბარიერიც სწორედ ამას უკავშირდება.

ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ სპექტრს მიმართავს, არ აღფრთოვანდეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადგან მისი შეთავაზება არის პოლიტიკური ხაფანგი.

„დღეს ივანიშვილის მიერ პროპორციული არჩევნების შემოთავაზება გახლავთ ჩვენი ახალგაზრდების, და არა მარტო ახალგაზრდების, შეუპოვარი ბრძოლის ნაწილობრივი შედეგი და მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი მოძრაობის სახით მათ და რატომ ნაწილობრივი? ნულპროცენტიანი ბარიერით არჩევნების შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის მიერ თაღლითური გზებით თანამდებობის შენარჩუნების გზა და ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია, რომელიც მიესალმება ამას უნდა აცნობიერებდეს, რომ შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკურ ხაფანგში. ეს გახლავთ პრაქტიკულად და შინაარსობრივად მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება, როდესაც ივანიშვილის დღეს არსებულ მაჟორიტარებს ან ახალ მაჟორიტარებს შეაქმნევინებს პარტიებს და შეეცდება მათი მეშვეობით შეინარჩუნოს უმრავლესობა პარლამენტში,“-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, იმისთვის რომ პროპორციული წესით არჩევნები დემოკრატიულ პირობებში ჩატარდეს, რამდენიმე პირობა უნდა შესრულდეს, მათ შორის არის საკადრო ცვლილებები.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ პროპორციული არჩევნების ჩატარების მიზნით შეიქმნას სახალხო ნდობის მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი არჩევნების სამართლიან ჩატარებას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ რიგითი პროკურორის თანამდებობაზე დაინიშნოს სახალხო ნდობის მქონე პიროვნება, რომელიც გამოიძიებს სამი დღის წინ განვითარებულ მოვლენებს რომლესაც ადგილი ჰქონდა რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ასევე მოვითხოვთ დაუყოვლნებლივ იყვნენ გათავისუფლებულები ის ადამიანები, რომლებიც არიან დაკავებულები,“-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზე პასუხისმგებლობას - არჩილ თალაკვაძე

15 ნოემბერი, 2019 , 15:39

ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკ

ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება

15 ნოემბერი, 2019 , 15:20

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ხვალ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისშიუმრავლესობის სხდომა გაიმართება. მისივე თქმით, სამწუხაროა იმ ოპონენტების პოზიცია, ვინც პარტია დატოვა, მაგრამ ეს მათი პირადი აზ

ჩემთვის ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება - `ქართული ოცნების` წევრი ნინო წილოსანი თავის გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს

15 ნოემბერი, 2019 , 13:10

"ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, თავის გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს. "მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც გუშინ მხარი არ დაუჭი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

15 ნოემბერი, 2019 , 13:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ და ელჩმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და არსებული

პროცედურები იძლევა საშუალებას, რომ კონსტიტუციური პროექტი განსახილველად დაბრუნდეს - ოთარ დანელია

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

პროცედურები იმის საშუალებას იძლევა, რომ კონსტიტუციური პროექტი განხილვაში დაბრუნდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ დანელიამ განუცხადა. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, გუ

ფრაქცია „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

საპარლამენტო ფრაქცია „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა, ზვიად ძიძგურმა განაცხადა. როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, „კონსე