უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 მაისი, 2020 12:00
font-size

ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. საზოგადოებას სიტყვით მიმართა და 28 ახალ სტიპენდიანტს წარმატება მიულოცა. ამის შესახებ “მედიანიუსს ” სამინისტროდან აცნობეს.

მათი ცნობით, დაჯილდოების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გებჰარდ როილი.

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში. მიუხედავად პანდემიისა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო და თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა, თქვენ შეძელით ამ წარმატების მიღწევა და მოიპოვეთ შესაძლებლობა, განაგრძოთ სწავლა და გაიუმჯობესოთ გერმანული ენის ცოდნა მდიდარი აკადემიური ისტორიის მქონე ქვეყანაში. გარდა ამისა, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ცოდნით წვლილი შეიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!“ - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გერმანიის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის განათლების ყველა საფეხურის, მეცნიერებისა და კულტურის განვითრების საქმეში.

ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან (DAAD), ისევე როგორც სხვა გერმანულ ორგანიზაციებთან პარტნიორობა პროდუქტიული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითებს წარმოადგენს. მისი თქმით, წარმატებული თანამშრომლობა არსებობს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. საქართველოში მეცნიერების განვითარებისთვის სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ის თანამშრომლობას ერთობლივი პროექტების შემუშავების საქმეში კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

2020 წლის სტიპენდიებზე განაცხადი 329 პირმა გააკეთა, მათგან 28 შეირჩა. გამარჯვებულებს შორის არიან სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები, პოსტდოქტორანტები და აკადემიური პერსონალი.

სოფელ ანაგის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

4 ივლისი, 2020 , 16:55

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით დღეს გზის გადაკეტვაც სცადა თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამისი საშუალება არ მისცა. ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე წლებია უწყლობის პრ

ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს - მამუკა ხაზარაძე

4 ივლისი, 2020 , 16:10

“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის&rdquo

ნუნუ მიცკევიჩმა თბილისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა

4 ივლისი, 2020 , 16:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად თბილისის 103-ე სკოლაში საგამოცდო ცენტრი მოინახულა.

ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ -კელი დეგნანი

4 ივლისი, 2020 , 15:10

ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებების დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, – ამი

გახსენით თურქეთთან საზღვარი მანამ, სანამ დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა - გიგი უგულავა

4 ივლისი, 2020 , 15:10

„ევროპული საქართველო“ მთავრობას თურქეთთან საზღვრის გახსნისკენ მოუწოდებს. პარტიის თავმჯდომარის, გიგი უგულავას განცხადებით, დასავლეთ საქართველოში 10 ათასობით ადამიანი, რომლმებიც სეზონურად მუშაობენ, შემოსავლის გ

`ქართულმა ოცნებამ` ათასობით ადამიანი დასაქმების გარეშე დატოვა - ბადრი ჯაფარიძე

4 ივლისი, 2020 , 15:10

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ანაკლიის პორტის საინვესტიციო მასშტაბი უპრეცედენტოა,” - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საუბრობს. “რომ არა “ქართული ოცნება

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე