უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

26 ოქტომბერი, 2017 16:30
font-size

ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტზე შსს-ს ინფორმაცია მიკერძოებულია - ანა ნაცვლიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ვფიქრობ, რომ მიკერძოებულია და ცალსახად იკვეთება მცდელობა, საზოგადოებრივი აზრი არასწორი მიმართულებით ჩამოყალიბდეს, - განაცხადა საია-ს ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა ნუცუბიძეზე გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ხაზგასმა იმაზე, რომ ადამიანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და გარდაიცვალა, არასწორია და მთავარი შესწავლის საგანი უნდა იყოს, ხომ არ იკვეთება არაკანონშესაბამისი ქმედებები პოლიციის მხრიდან.

„ინფორმაცია, რომელსაც შსს ავრცელებს, დაახლოებით ასეთია, რომ ერთი უბრალო ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც შესაძლოა, იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ან ცხოვრების წესი ჰქონდა დაკავშირებული ალკოჰოლთან, რომ თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, თითქოს არავინ განსაკუთრებული არ მომკვდარა. შსს-ს განცხადება ამ ტიპის მესიჯის გავრცელების მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაშინ, როცა შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეს კავშირი საქმესთან იმას, თუ რა ტიპის ურთიერთობა ჰქონდა ამ ადამიანს ალკოჰოლთან. მთავარი შესწავლის საგანი უნდა იყოს ის, რომ ეს ადამიანი პოლიციის ხელში რომ გარდაიცვალა, იკვეთება თუ არა პოლიციის მხრიდან არასწორი, არაკანონშესაბამისი მოქმედება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე განმარტებით, კარგია, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს და არა შსს, თუმცა გამოძიება სამოხელეო დანაშაულის კუთხით უნდა გადაკვალიფიცირდეს.

„მთავარი კითხვა, რასაც სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი არის ის, რომ პოლიციის თანამშრომლები მოქმედებდნენ თუ არა კანონის სრული დაცვით. მუხლი, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ეხება, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ სწორედ პოლიციელთა მოქმედებები იყოს მთავარი შესწავლის საგანი. ჩვენ გვაქვს კოდექსში მუხლები, რომელიც სამოხელეო დანაშაულს ეხება. კვალიფიკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ გამოძიების სრულყოფილება იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

`ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც აგვისტოს ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი` - არჩილ თალაკვაძე

22 სექტემბერი, 2018 , 18:46

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი. მისი თქმით, საქართვ

ივანიშვილი არ არის ის კაცი ან კანაფზე ფიქრობდეს ან ოპიუმის ყაყაჩოზე – მეუფე იაკობი

22 სექტემბერი, 2018 , 18:22

ივანაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც კანაფზე ფიქრობს და ეს იდეა ვიღაცამ შესთავაზა - ამის სესახე მეუფე იაკობმა ტელეკომპანია “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ” თუ საჭირო გახდებოდა ერთჯერ

გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას, რადგან მან უზრუნველყო ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება - ირაკლი კობახიძე „ომეგას“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყანაში კორუფციას არ დაუშვებს.

მოვუწოდებ ყველას, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდონ გამოძიებას - არჩილ თალაკვაძე “ომეგა ჯგუფის” საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე საუბრისას მოუწოდა ყველას, რომ ამასთან დაკავშირებით რამე ინფორმაციის

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დასცინოს ქისტებს და დააპირა, რომ აქ ჩაეტარებინა სახალხო დღესასწაული - ელისო კილაძე

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დასცინოს ქისტებს და დააპირა, რომ აქ ჩაეტარებინა სახალხო დღესასწაული პანკისობა 2018,“ - ეს განცხადება გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ, პანკისის ხეობაში გაა

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი უკანონო გარიგებებში მონაწილეობას უარყოფს

22 სექტემბერი, 2018 , 15:20

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი უკანონო გარიგებებში მონაწილეობას უარყოფს . მისი ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი კვლავ ირწმუნება რომ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელთან შეხვედრაზე უშუალოდ ჩხარტიშვილის მხრიდან არ ყოფილა ნახსენე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`