უკან
საზოგადოება
19 მაისი, 2018 14:50
ნუცუბიძის პლატოზე ხანძრის შედეგად 88 წლის მამაკაცი
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მეოთხე მიკრორაიონში ხანძრის შედეგად 88 წლის მამაკაცი დაშავდა.
როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა. მათ ხანდაზმული მამაკაცის სახლის ფანჯრიდან გამოსული კვამლი შენიშნეს და სახანძრო გამოიძახეს.
მეხანძრე-მაშველებმა კარი გაჭრეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ნახეს.
რაც შეეხება ხანძარს, მე-14 სართულზე 25 კვ.მ. ფართი დაიწვა.