უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 ოქტომბერი, 2017 17:40
font-size

ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ინციდენტზე საგამოძიებო მოქმედება მაქსიმალურად სწრაფად ჩატარდება - პროკურატურის განცხადება

ნუცუბიძის პლატოზე, გუშინ მომხდარი ინციდენტის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, დაგეგმილია და მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.- ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კერძოდ, უწყების განმარტებით, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა; მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან კავშირში მყოფი ვიდეოჩანაწერების მოპოვების მიზნით.

საგამოძიებო უწყება აღნიშნავს, რომ საქმეზე მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

„საქართველოს პროკურატურამ, 2017 წლის 25 ოქტომბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ქ.თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქე პ.პ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე დაგეგმილია და მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად. კერძოდ: გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა; მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან კავშირში მყოფი ვიდეოჩანაწერების მოპოვების მიზნით. გამოძიების ამ ეტაპზე უკვე გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თვითმხილველი მოწმეები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები. საქმეზე მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“,-ნათქვამია განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

სამეგრელოში 56 680 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

24 აპრილი, 2019 , 15:10

12-19 აპრილის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში და წალენჯიხის რაიონ სოფელ ფ

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

24 აპრილი, 2019 , 15:10

20-24 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ და „სარფი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სა

მარტვილში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, სხვა პირთა დასაკავებლად კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

24 აპრილი, 2019 , 13:00

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში მრავალჯე

გევორქ სარქისიანის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულებს 17 და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

23 აპრილი, 2019 , 15:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ გევორქ სარქისიანის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულებს 17 და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „თბილისის საქა

ზაზა სვანაძეს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

23 აპრილი, 2019 , 15:00

ჟურნალისტს ზაზა სვანაძეს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ზაზა სვანაძე სამართალდამცავებმა 20 აპრილს დააკავეს. მას ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმ

თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

22 აპრილი, 2019 , 16:35

ოჯახის წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ძალადობაში და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019