უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 აგვისტო, 2020 15:35
font-size

ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ ამ უმძიმესი კრიზისის დროს თქვენ კვლავ ფულის კეთებაზე ხართ გადასული - გიორგი ვაშაძე

მთავრობამ სოციალური დახმარებები უნდა გააორმაგოს - ამბობს “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი და მიიჩნევს, რომ ის სოციალური დახმარება, რომელიც ხელისუფლებამ საზოგადოებას წარუდგინა, საკმარისი არ არის.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება კრიზისის დროს „ფულის კეთებაზეა გადასული“.

„კაპიკები ხალხს, მილიონები მათ ჯიბეში. ეს უსამართლოა, თვალებში ვუყურებ ბატონ გახარიას, გუშინ თქვა, რომ თვალებში ჩამხედეთო, დიახ, თვალებში გიყურებთ და გეუბნებით, რატომ 200 და 300 ლარი და არა 500 ლარი ხალხს, როცა 5 მილიარდი სესხი ავიღეთ საქართველომ, რომელიც ჩვენი გადასახდელია? რატომ მილიონები თქვენს კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს? რატომ კაპიკები უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და ასობით მილიონები თქვენს ჯიბეში? ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ ამ უმძიმესი კრიზისის დროს თქვენ კვლავ ფულის კეთებაზე ხართ გადასული. უნდა გააორმაგოთ ეს დახმარება, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა ის, რომ ცინიზმით გამოხვიდეთ, ხალხს უთხრათ, რომ კაპიკები გადმოგიგდეთ და ბედნიერები იყავით ამისგანო” - ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ სოციალური დახმარებების მესამე ეტაპი გუშინ დააანონსა. რომლის მიხედვითაც, ყველა თვითდასაქმებული 300 ლარიანი დახმარებას, ხოლო 17 წლის ჩათვლით ბავშვები 200 ლარიან დახმარებებს მიიღებენ.

დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც პირდაპირ სწრაფ ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზე - გიორგი გახარია

27 სექტემბერი, 2020 , 11:43

ყველას ძალიან კარგად გვესმის და პირველ რიგში მე ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი, ჩვენს ქვეყანაში ლარის კურსი არის სოციალური ფაქტორიც. ეს ძალიან კარგად გვესმის, გათვითცნობიერებული

საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად, შეიძლება იქ რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი - გიორგი გახარია

27 სექტემბერი, 2020 , 11:27

ჩვენ საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეე

ევროკავშირის და მისი ყველა წევრი სახელმწიფოს ინტერესი არის არა ის, თუ ვინ მოვა სათავეში, არამედ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები - კარლ ჰარცელი

26 სექტემბერი, 2020 , 15:50

ევროკავშირის ინტერესია არა ის, ვინ მოვა ქვეყნის სათავეში, არამედ როგორ ჩატარდება არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ჰარცელის თქმით, ევროკავში

“გირჩსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს - თინა ბოკუჩავა

26 სექტემბერი, 2020 , 15:05

შეიძლება იყოს მწვავე ეთერები, მწვავე დისკუსია, მწვავე მსჯელობა, რადგან ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება და ჩემი აზრით, ეს არის ნორმალური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ

ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას „პოლის ჯოხიც“ რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს - სალომე სამადაშვილი

26 სექტემბერი, 2020 , 12:05

ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას „პოლის ჯოხიც“ რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა. ამასთან, კითხვას – შესაძლ

ალიევის ხელისუფლებამ ივანიშვილის პარტიასთან სრული შეთანხმებით მიიტაცა დავით გარეჯი - შალვა ნათელაშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 18:24

“მოვუწოდებ ალიევის ხელისუფლებას, გონს მოეგოს. ნუ იფიქრებს, რომ ივანიშვილის მაფიოზური ბიზნესგამყიდველური რეჟიმია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობათა მომავალი,” – ამის შესახებ განცხადება, „ლეი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე