უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 მაისი, 2018 15:00
font-size

ოჯახი არის სახელმწიფოს საფუძველი - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ჩაატარა. მან მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა და ქადაგებისას ოჯახის სიმტკიცის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სახარებაში ვკითხულობთ ჩვენ, უფალი უკანასკნელად გამოეცხადა მოციქულებს, მისცა მათ მადლი და მშვიდობა, გამოიყვანა ქალაქის გარეთ, აკურთხა ისინი და ამაღლდა. მოციქულები თაყვანს სცემდნენ მას. დაწერილია სახარებაში „დაბრუნდნენ იერუსალიმში სიხარულითა დიდითა“. სიხარული გაუგებარია, როდესაც საყვარელი პიროვნება გშორდება, მაგრამ მოციქულებს ყოველთვის ახსოვდათ უფლის სიტყვები - „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე“. აი, დღესაც მაცხოვარი ჩვენთანაა, ვმადლობთ მას მისი დიდი წყალობისათვის. დღეს კიდევ დიდი დღესასწაულია, ჩვენ ვდღესასწაულობთ ოჯახის სიმტკიცეს. ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახი“, – თქვა ილია მეორემ.

პატრიარქმა 12 სასულიერო პირი დააჯილდოვა, მათ შორის მაღალმთიან აჭარაში მოღვაწე მღვდელმსახურები. ასევე, ტაძარში მყოფი ახლად ჯვარდაწერილი ოჯახები დალოცა. დაახლოებით 45 წყვილმა დღეს სამების ლავრის ხარების ტაძარში ჯვარი დაიწერეს.

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი და სასულიერო პირები ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობაში მონაწილე პირებს დახვდებიან. უწმინდესი ტაძარში პარაკლის გადაიხდის და ერს დალოცავს.

2014 წლიდან 17 მაისს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს აღნიშნავს.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი