პოლიტიკა


ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო სოციალურად დაუცველ ოჯახს ხელახალი გადაფასების პერიოდში, სოციალური დახმარება აღარ შეუწყდება - დავით სერგეენკო
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ ოჯახს, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ხელახალი გადაფასების პერიოდში, სოციალური დახმარება აღარ შეუწყდება.
მან განაცხადა, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიზნობრივი სოციალური დახმარებების მეთოდოლოგიაში ცვლილების შესახებ იმსჯელეს. არსებული პრაქტიკით, ოჯახის წევრების დემოგრაფიული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ოჯახის სოციალური მდგომარეობა თავიდან ფასდება. გადაფასების პერიოდში კი, სოციალური დახმარება წყდება. გადაფასების პერიოდი, ხშირად სამ თვემდე გრძელდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ოჯახს იგივე ქულა მიენიჭება, შეწყვეტილი დახმარება გრძელდება და წინა თვეები კომპენსირდება.
სერგეენკომ აღნიშნა, რომ არსებული სისტემა მტკივნეულია ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუმცა მასში ცვლილებები შედის.
„გამომდინარე იქიდან, რომ დიდი უკმაყოფილება იყო ამ მხრივ, რადგანაც ოჯახს წევრის გარდაცვალებით ისედაც დიდი ტრაგედია აქვს და ანალიზმაც აჩვენა, რომ დახმარების შეწყვეტის შემდეგ 50 %-ის შემთხვევაში, ისევ ინიშნება სოციალური დახმარება, მთავრობა ცვლილებას დათანხმდა.
ცვლილების თანახმად, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში აღარ შეწყდება სოციალური დახმარება. მოხდება გადაფასება და თუ აღმოჩნდა, რომ ქულა გაიზარდა, დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნება, სხვა შემთხვევაში, წყვეტა არ იქნება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:

ეს მებრძოლი ხალხი „ბოკერია-ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, არა - თაკო ჩარკვიანი
27 თებერვალი, 2021 , 12:39

ლევან დავითაშვილი საქართველოში ნორვეგიის ელჩს ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა
27 თებერვალი, 2021 , 11:20
როგორია მომდევნო აქციების გეგმა
26 თებერვალი, 2021 , 15:50
„ქართული ოცნების“ თავზე თავისუფალი სამყაროს პროტესტის ზვავია“ - აქციაზე ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება წაიკითხეს
26 თებერვალი, 2021 , 15:50
“ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა “ - ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის
26 თებერვალი, 2021 , 15:17

ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა - პროკურატურამ „ყინწვისის საქმეზე“ კიდევ 12 ყოფილი მსჯავრდებულის განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო - პროკურატურა
26 თებერვალი, 2021 , 14:30