უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 სექტემბერი, 2022 16:03
font-size

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და სამტრედიაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე შსს დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავა, ხოლო ამავე უწყების ერთ თანამშრომელს ბრალდება წარედგინა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში 2021 წლის სექტემბრის თვეში და 2022 წლის 15 აგვისტოს, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, დაკავებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ს.ჯ. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126′ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 11′, 151-ე მუხლი მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალი 2022 წლის 29 სექტემბერს წარუდგინა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 20 მაისს და ამავე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი პ.ზ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 7 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მეუღლის და არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი შ.ა. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალი 2022 წლის 30 სექტემბერს წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას“, – აცხადებენ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი