საზოგადოება


ოჯახს სურს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მის სიცოცხლეში დაკავებულად იყოს ცნობილი - მარიამ კუბლაშვილი
პანკისის ხეობის სოფელ დუისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, ოჯახმა პროკურორთან შეხვედრაზე თემირლანის სიცოცხლეში დაკავებულად ცნობა მოითხოვა. ამის შესახებ მან გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ადვოკატის მტკიცებით, დაჭრილი მაჩალიკაშვილი საპროცესო ვალდებულებების განხორციელების გარეშე დააკავეს. მისივე ნაამბობიდან ირკვევა, რომ დაჭრილს საავადმყოფოში 3-4 კაცი ედგა და ისინი კუბლაშვილს ფოტოს გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ.
„ჩვენ მოვითხოვეთ, ცოტა რთულია ამის მოთხოვნა, რომ თემირლანი მის სიცოცხლეში დაკავებულად იყოს ცნობილი. თუ ჩვენ ვიაზრებთ და ვთანხმდებით, რომ დაკავებისთვის არსებობს შესაბამისი საპროცესო ვალდებულებები განსახორციელებელი და ისინი ვერ განხორციელდა და ამ პროცედურების დაუცველობის გამო იგი დაკავებულად ვერ იქნება ცნობილი, მაშინ, რა სამართლებრივი საფუძვლით და რა უფლებით ახორციელებდა შესაბამისი სამსახური 24-საათიან რეჟიმში საავადმყოფოში მის თავთან 3-4 პირის მხრიდან დაცვასა და ზედამხედველობას?! მაგალითად, მე არ მქონდა მისთვის ფოტოს გადაღების უფლება. შევედი პალატაში, მინდოდა ფოტო გადამეღო და მითხრეს, რომ ტელეფონის გამოყენების უფლება არ მქონდა. რა უფლებით ხორციელდებოდა ეს? აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ იგი დაკავებული იყო. ჩვენ მოვითხოვთ და ვაჟღერებთ ოჯახის განცხადებას, რომ რაღაც ფორმით ჩაგვრთონ დაკავების საკითხებში“, - თქვა კუბლაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის კარიერული ფორუმი გაიმართა
7 დეკემბერი, 2019 , 13:20
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართა
7 დეკემბერი, 2019 , 11:15
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
7 დეკემბერი, 2019 , 11:10

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ კვლავ მოუწოდა
6 დეკემბერი, 2019 , 18:38
ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
6 დეკემბერი, 2019 , 17:30
პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
6 დეკემბერი, 2019 , 17:05