უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 დეკემბერი, 2016 14:02
font-size

ოჯახში ძალადობის თემაზე შექმნილი სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ოჯახში ძალადობის თემაზე შექმნილი სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება სოციალური კამპანიის - „ძალა ნდობას“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც შს სამინისტრო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში ახორციელებს.

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან ხუციშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

„ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შსს-ს ერთ-ერთ პრიორიტეტად. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა. საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, არის გზავნილი ძალადობის მსხვერპლებისთვის და მოქალაქეებისთვის, რომ ნდობით და ურთიერთდახმარებით შეგვიძლია ძალადობასთან გამკლავება და სიმშვიდის მოპოვება“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას შს მინისტრის მოადგილემ.

პრეზენტაციის დასასრულს შალვა ხუციშვილმა პოლიციელები, რომლებსაც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

პროექტის - „ძალა ნდობას“ მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო და სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი