უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 ნოემბერი, 2018 17:15
font-size

ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობისთვის, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებული დ.ხ. დამნაშავედ ცნო.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ხ. -მ 2018 წლის 23 ივნისს და 1 ივლისს ქ.თბილისში, ეჭვიანობის ნიადაგზე და გენდერული ნიშნით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ვ.კ-ს, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 ივლისს, დ.ხ-მ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ვ.კ-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თუ იგი ოდესმე გაბედავდა და პოლიციას მიმართავდა.

სამართალდამცველებმა დ.ხ. 2018 წლის 22 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126 - ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია), 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ხ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს, ვეფხია ბაქრაძეს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. საქმის მასალების თანახმად, ვეფხია ბაქრაძემ ახალგაზრდა გერი განსაკუთრებული სისასტიკით, მცირეწლო

მდინარე ალაზანზე ელექტროშოკური აპარატის გამოყეენებით, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

10 დეკემბერი, 2018 , 14:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის მე-4 სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად უკანონო თევზჭერის ფა

კახა კალაძე პირადად მადლობას მიხდის მისი ძმის საქმის გამოძიებაში შეტანილი წვლილისთვის - გურამ დონაძე

10 დეკემბერი, 2018 , 13:15

„თბილისის მერი კახა კალაძე პირადად მადლობას მიხდის მისი ძმის საქმის გამოძიებაში შეტანილი წვლილისთვის“, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენ

არ შეიძლება აგრესია გადატანილი იქნეს ადვოკატზე - ადვოკატთა ასოციაცია შსს-სა და პროკურატურას მიმართავს

8 დეკემბერი, 2018 , 17:00

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა ადვოკატთა საქმიანობაში ჩარევისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტების შესახებ ისაუბრა. მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში გა

შსს-მ მიმდინარე წელს 116 ნარკორეალიზატორი დააკავა და 35 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო

8 დეკემბერი, 2018 , 16:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, 116 ნარკორეალიზატორი დააკავეს. შინგანა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლ

შსს-მ ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთა

8 დეკემბერი, 2018 , 16:10

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`