უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მარტი, 2017 14:10
font-size

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულების მიმართ სასამართლო ზედმეტად ლმობიერია - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანგარიში „ოჯახში ძალადობა, ოჯახური დანაშაული და ქალთა მიმართ ძალადობა“ წარადგინა. მასში განხილულია ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული საქმეები და სასამართლოების მიერ მათზე გამოტანილი გადაწყვეტილებები.

ანგარიშის მიხედვით, ძირითადად მოსამართლეები ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებას იჩენენ მოძალადეების მიმართ, რაც არ იცავს მსხვერპლს შესაძლო ძალადობისგან მომავალში.

„ხშირად, ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მოსამართლეები ადეკვატურად არ აფასებენ არსებულ საფრთხეებს და ბრალდებულებს დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ. ამით პოტენციური საფრთხე ექმნება ძალადობის მსხვერპლი ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. წინა საანგარიშო პერიოდისაგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი არასათანადო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი“, - წერია ანგარიშში.

საიას შეფასებით, მოსამართლეებს უჭირთ, შეუფარდონ მოძალადეებს თავისუფლების აღკვეთა. საიას ანგარიშის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით ყველაზე საგანგაშო მდგომარეობაა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. კერძოდ, 14 საქმიდან არცერთ შემთხვევაში არ იყო გამოყენებული პატიმრობა. იყენებდნენ გირაოს ან უფრო ნაკლებად მკაცრ ღონისძიებას.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პრაქტიკაში ოჯახური ძალადობა აღიქმება მსხვერპლისა და მოძალადის პირად საქმედ, რომელიც უფრო ლმობიერ მოპყრობასა და შეფასებას იმსახურებს, ვიდრე ამავე სიმძიმის სხვა დანაშაულები.

კვლევის მიხედვით, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული საქმეები არ კვალიფიცირდებიან, როგორც გენდერული ნიშნით ძალადობა.

„კვლევამ აჩვენა, რომ პროკურატურისა და სასამართლო ორგანოებისათვის გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულების გამოკვლევა და შეფასება კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ არცერთ შემთხვევაში, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე, დანაშაულის დაკვალიფიცირება არ მომხდარა დისკრიმინაციულ დანაშაულად. (არ მომხდარა მითითება სსკ-ის 53-ე მუხლის 31 პუნქტზე). მიუხედავად საქმეში არსებული გენდერული დისკრიმინაციის მოტივის მიმანიშნებელი გარემოებებისა, პროკურორებისა და მოსამართლეების ანალიზი ამ კუთხით მსჯელობას არ მოიცავს“, - წერია ანგარიშში.

საია მოუწოდებს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პროკურორებს, გენდერულად სენსიტიური მართლმსაჯულების გაძლიერებისაკენ და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე სამართალწარმოების სრულყოფა-გაუმჯობესებისაკენ.

საიამ მონიტორინგი განახორციელა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეებზე. საიას განცხადებით, ეს უკვე მე-10 ანგარიშია აღნიშნულ თემაზე, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 აგვისტოდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით.

ანა მებურიშვილი

გრიპის საწინააღმდეგო ერთდღიანი უფასო ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში ჩატარდება

20 ნოემბერი, 2018 , 17:50

22 ნოემბერს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში ერთდღიანი გრიპის უფასო ვაქცინაციის აქცია ჩატარდება. როგორც „მედიანიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დ

სახალხო დამცველმა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა

20 ნოემბერი, 2018 , 16:50

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლას ეწვია და საჯარო ლექცია გამართა. ნინო ლომჯარიამ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, პროფესორებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის მან

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

20 ნოემბერი, 2018 , 16:50

რა ხდება გლობალურად ეკონომიკაში, როგორ იცვლება ბიზნესმოდელები ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფოები და მათ შორის, საქართველო ამ მიმართულებით, - ამ და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა დღე

კონკურენციის პოლიტიკა და ფარმაცევტული სექტორი - საჯარო უწყებებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისათვის სემინარი ჩატარდა

20 ნოემბერი, 2018 , 16:20

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა სემინარი გახსნა თემაზე - „კონკურენციის პოლიტიკა და ფარმაცევტული სექტორი“. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ - ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე; საქართ

ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

20 ნოემბერი, 2018 , 16:20

დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2019 - 2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია ევროპის საბჭოსა (CoE) ევროკავშირისა და გაეროს განვით

საქართველოს ბანკის პარტნიორობით popXspotlight-ი გაიმართა

20 ნოემბერი, 2018 , 16:20

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მხარდაჭერით რიგით პირველი popXspotlight გაიმართა. ეს არის მარკეტინგული ღონისძიება Spotlight-ების სერიიდან, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს მიეძღვნა. საქართველოს ბანკისათვი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`