უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 სექტემბერი, 2018 13:35
font-size

ოჯთ-ის დირექტორი მზად არის გამოძიების კითხვებს ამომწურავად უპასუხოს

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის, „ოჯთ“-ის დირექტორი, ნიკოლოზ ასანიძე მზად არის გამოძიების კითხვებს ამომწურავად უპასუხოს.

ნიკოლოზ ასანიძე პროკურატურაში ადვოკატ გიორგი ფანცულაიასთან ერთად მივიდა.

„როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი დანიშნულ დროზე. საუბარი გვქონდა გამომძიებელთან. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესშია, რომ გამოძიება სრულყოფილად წარიმართოს. ყველა შეკითხვაზე, რომელიც იქნება დასმული, გავცემ სრულ და ამომწურავ პასუხს, რათა გამოძიებას ხელი შეეწყოს კარგად წარიმართოს საქმე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ყველაფრს მას შემდეგ მოგახსენებთ, როდესაც გამომკითხავენ“,- განაცხადა ასანიძემ.

ამასთან, ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ არ გამორიცხა, რომ ნიკოლოზ ასანიძემ ჩვენება შესაძლოა, სასამართლოს მისცეს.

ადვოკატის თქმით, ნიკოლოზ ასანიძე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე, რომლის ჩვენებაც აღნიშნულ საქმეში ასევე მნიშვნელოვანი იქნება.

„დღეს საგამოძიებო უწყებაში მესამე დირექტორი გამოცხადდება და პრაქტიკულად, ამით ამოიწურება მათი გამოცხადების პროცესი პროკურატურაში. დიდი ალბათობით, ნიკოლოზ ასანიძის პოზიციაც იგივე იქნება, რაც სხვა დირექტორებმა, ასევე სავარაუდოდ „ომეგა ჯგუფის" წინააღმდეგ მოქმედმა პირებმა დააფიქსირეს, რომ სასამართლოში გამოკითხვისას მისცეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია“, - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, საქმე ეხება „ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რაზეც თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმე 180-ე მუხლითაა აღძრული, რაც თაღლითობას გულისხმობს.

საკვანძო სიტყვები:

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი