უკან
პოლიტიკა
14 სექტემბერი, 2018 14:20
„ოჯთ“-მ კეთილი ინებოს და დავალიანება გადაიხადოს - ფინანსთა მინისტრი
ფინანასთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპანია „ომეგა ჯგუფში“ შემავალმა სიგარეტის მწარმოებელმა კომპანიამ „ოჯთ“ ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება, 50 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს.
„50 მილიონი ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს, მე ეს ვიცი. ერთადერთი, რასაც ვადასტურებ, არის დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, რომელიც სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა და ეს უნდა გაჩერებულიყო. კეთილი ინებონ და გადაიხადონ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
გასულ პარასკევს „იბერია ტვ“-ის ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, მედიასაშუალებას გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო - კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომელიც პარალიზებულია.